სიახლეები
ეტალონი

ხონის „ეტალონში“ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ
11-12-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ხონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ხონის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას მერიის წამომადგენელი ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძე, მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე, ხონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ხონის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მათე კოპალიანი დაეუფლა.

როგორც მან აღნიშნა, „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენის საშუალებას აძლევს:

„გამარჯვებას არ ველოდი. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. იგი მოსწავლეებს ჩვენი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას გვაძლევს და მოტივაციას გვმატებს. ყველას მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ.“

ხონის „ეტალონში“ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს საჩუქარი ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ გადასცა, მეორე ადგილზე მოსწავლეს - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა კუბლაშვილმა, მესამე ადგილზე გასულს კი - მერიის წამომადგენელმა ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძემ.

ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე:

„ეტალონი“ ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია, რომელიც მომავალი თაობის სწორად აღზრას ემსახურება. ვისურვებდი, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი მალე დაბრუნდეს ტელესივრცეში. პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ, განსაკუთრებით კი დღევანდელ გამარჯვებულს.“

მერიის წამომადგენელი ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძე:

„ეტალონი“ თავისი მნიშვნელობით საქართველოში ერთ-ერთი პირველთაგანია. ეს კი ბატონი გოჩას დამსახურებაა. აუცილებელია, რომ პროექტი ტელევიზიით გადაიცემოდეს. ჩვენ ყველანი ინტელქტ-შეჯიბრის დიდი გულშემატკივრები ვართ.“

ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია:

„ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია, რომელიც ზრუნავს ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებაზე. ამისთვის დიდი მადლობა ინტელექტ-ჩემპიონატს. „ეტალონის“ ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ.“

ხონის N2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მარიამ მამაიაშვილი: 

„მათე ძალიან აქტიური მოსწავლეა, ზრდილობიანი, წესიერი ბიჭია. „ეტალონი“ ჩვენთვის ყველაფერია. უკვე მეორედ გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული. ვულოცავ მათეს და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ.“

„ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მათე კოპალიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება