მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„9 აპრილი - დღე დიდი ტრაგედიისა და დასაწყისი დიდი თავისუფლებისა! დიდი სმადის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, დევიზით - „მადლობა თავისუფლებისთვის“ - 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, სიტყვებით და ლექსებით მიმართეს გმირებს, რომ ისინი არასოდეს იქნებიან დავიწყებულნი, მათ ნაკვალევზე ივლიან და მათ მოპოვებულ თავისუფლებას განამტკიცებენ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში