სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი'' ინტელექტის საზომია'' - ''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
14-10-2016
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. ამჯერად, „თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.   

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი იყალთოს კულტურის სახლში ჩატარდა. თელავის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

მიუხედავად ცუდი ამინდისა, თელავის მუნიციპალიტეტში, იყალთოს კულტურის სახლში, ინტელექტ-შეჯიბრს უპრეცედენტოდ დიდი აუდიტორია ჰყავდა. 

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, განათლების რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. 

„ეტალონი მოსწავლის" ტიტულს ფშაველის საჯარო სკოლის მე-11კლასის მოსწავლე ნათია ზათიაშვილი დაეუფლა. 

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა ნათიამ გაუზიარა:  

„შეჯიბრში ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა და გამომდინარე აქედან, კონკურენციაც მაღალი იყო. მე, ჩემი შესაძლებლობების მობილიზება მოვახდინე და გავიმარჯვე კიდეც. პატარაობიდანმე დაინტერესებული ვიყავი ამ პროექტით. სულ ვადევნებდი თვალყურს და სულ მქონდა სურვილი მონაწილეობა მიმეღო. ძალიან კარგი პროექტია, თითოეული ბავშვისთვის ამ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება არის ძალიან დიდი ბედნიერება.“ეტალონი“ ძალიან ბევრ რამეს გასწავლის. ძალიან მადლობელი ვარ ბატონი გოჩასი და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის ასეთი პროექტისთვის.“ 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელის ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, წელს შეჯიბრს უპრეცედენტოდ დიდი აუდიტორია ჰყავდა:  

„ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა წელს შეჯიბრში. წელს, ასევე უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი იყალთოს კულტურის სახლში. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ შარშანაც ამ მოსწავლემ, ნათია ზათიაშვილმა, გაიმარჯვა. კარგი საღამო შედგა. „ეტალონი“ არის საგანმანათლებლო პროექტი, ინტელექტის საზომი. ძალიან კარგია, რომ ამდენი განათლებული ახალგაზრდა მოდის.“

რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი აღნიშნავს, რომ როგორც მოსწავლეები, ასევე მაყურებლებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ: 

„ნათია ზათიაშვილი გახლავთ შარშანდელი შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებულიც. ნათია არის ძალიან კარგი მოსწავლე. ეტალონის ტურმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და დიდი აუდიტორიაც ჰყავდა მას. როგორც მაყურებლები, ასევე მონაწილეებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ.“

კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის სოფო ახმეტელის თქმით, „ეტალონი“ ისეთი პროექტია ყველამ უნდა იცოდეს მის შესახებ: 

„ყველაფერმა კარგად ჩაირა. გამარჯვებული, მოგეხსენებათ, ისევ ფშავლის მოსწავლე გახდა და ეს შემთხვევითი არ არის. ის ნადვილად ღირსეული კანდიდატია. ჩვენც, ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები ვართ. გამარჯვებულს გადავეცით ბიბლუსის 300 ლარიანი ვაუჩერი და გამგებლის ინიციატივით, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებსაც გადავცემთ ვაუჩერებს. პროექტი თავისათავად ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამ შეჯიბრის გულშემატკივარი ვარ. „ეტალონი“ ორიენტირებულია სწავლის პოპულარიზაციაზე, სწავლით დაინტერესებაზე. ვისურვებდი, რომ პროექტი ისევ დაუბრუნდეს სატელევიზიო სივრცეს. ეს ისეთი პროექტია ყველამ უნდა იცოდეს და ყველა მოსწავლე უნდა იყოს ჩართული.“

"თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ნათია ზათიაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".       

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.   






 





 

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ

მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა

კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა

„ყველას  ვალი და პასუხისმგებლობაა, დაიცვას, გაუფრთხილდეს მშობლიურ ენას“!

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მარიამ კარკაძე და თამარ კობახიძე, მუსიკალური გაფორმება კი ეკუთვნის პედაგოგ თამილა გიგატაძეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება