„არა ძალადობას!“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ
12-12-2017
დაკოპირებულია
-
+
„არა ძალადობას!“ - ამ მოწოდებით გამოეხმაურენ ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან, ნანა რუხაძესთან ერთად, ბოლო პერიოდში დატრიალებულ ტრაგედიებს.
მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შეასრულეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. მათ ბულინგი 21-ე საუკუნის სენად დაასახელეს და ამ თემაზე შესრულებული პლაკატი გამოფენის ცენტრალურ ნაწილში წარმოადგინეს. „შევწყვიტოთ ერთმანეთის ჩაგვრა, დატერორება, მუქარა, იძულება, ცემა, ძალადობა, სხეულის დაზიანება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება!!!“ - სწორედ ამ წარწერებით დაგმეს მოსწავლეებმა ძალადობა და ყველას ერთმანეთის პატივისცემისა და სიყვარულისკენ მოუწოდეს.