სიახლეები
სიახლეები

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება
12-05-2021
-
+


12 მაისს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის - იმედის დღე აღინიშნება.

წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. პარლამენტმა კი 2019 წელს დაამტკიცა და სწორედ ამ დროიდან დაწესდა ეს დღესასწაული. მანამდე კი მხოლოდ ანდრია მოციქულის ხსენების დღე აღინიშნებოდა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.

რაც შეეხება, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს:

სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება