სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა შრომითი უფლებები ირღვევა? - „გადასახედია კომპლექსური დავალებების რაოდენობა, პედაგოგისთვის დატვირთვად იქცევა განმავითარებელი შეფასება“
12-05-2021
-
+


პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, პედაგოგებთან ერთად, „ახალი სკოლის მოდელზე“ იმსჯელა, სადაც გამოიკვეთა გარკვეული გამოწვევები, პრობლემები და ზოგადი სურათი.

გთავაზობთ ყველა საგნის მასწავლებლების მიერ კონფერენციებზე გამოთქმული მოსაზრებებისა და პრობლემების არასრულ ჩამონათვალს:

1. სკოლების დიდი უმრავლესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოუმზადებელია „ახალი სკოლის მოდელის“ აქტივობებისათვის. იმისათვის, რომ კომპლექსური დავალებების პრეზენტაციების წარსადგენად ყველა მოსწავლეს ჰქონდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება,(სკოლებში კი მხოლოდ ერთი კაბინეტია კომპიუტერული ტექნიკით დაკომპლექტებული), აუცილებელია ყველა კლასის პროექტორითა და კომპიუტერით აღჭურვა. პრობლემაა ზოგიერთი სკოლების ინტერნეტით უზრუნველყოფის საკითხიც.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად სპმთპ დააყენებს საკითხს განათლების სამინისტროს წინაშე, რომ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში გადაიჭრას სკოლების ტექნიკური აღჭურვის საკითხი, ეტაპობრივად და პროცესი დაიწყოს იმ სკოლებიდან, სადაც კლასში 25 მოსწავლეზე მეტია.

ასევე, მივმართავთ განათლების სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მასშტაბით გადაჭრას ინტერნეტით უზრუნველყოფის პრობლემები, ყველა რეგიონსა და სოფელში. ვფიქრობთ, ამ ორი საკითხის გადაწყვეტის გარეშე ეჭვის ქვეშ დადგება „ახალი სკოლის მოდელის ამოცანების მაღალხარისხობრივ დონეზე შესრულება.

2. გადასახედია კომპლექსური დავალებების რაოდენობის საკითხი. ყველა თემის შემდეგ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია დიდ დროს მოითხოვს. ის რაც მიღწევადია მცირეკონტიგენტიანი სკოლების მასწავლებლებისათვის, პროგრამის სრულყოფილად გავლის თვალსაზრისით პრაქტიკულად მიუღწეველია იმ მასწავლებლებისათვის, რომელთაც კლასში ჰყავთ 30-35 მოსწავლე. შესამუშავებელია უფრო რაციონალური მოდელი. გამოიკვეთა განსაკუთრებული პრობლემები კომპლექსური დავალებების პრეზენტაციებთან დაკავშირებით. თითქმის ყველა საგნის მასწავლებელი აღნიშნავს, რომ კომპლექსური დავალების პრეზენტაციებისთვის საჭიროა მინიმუმ ორი გაკვეთილი, ხოლო 30-35 მოსწავლიან კლასში გრძელდება 3-4 გაკვეთილის განმავლობაშიც, რაც იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩამორჩენას და დროში გაწელილი პროცესი უინტერესო ხდება მოსწავლეებისათვის.

სპმთპ გეგმავს, მასწავლებლის სახლთან ერთად, ექსპერტების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ეფექტური მექანიზმი აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად;

3. დასახვეწია ახალი თაობის ესგ-ს დანერგვის მეთოდიკა და მასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი სახელმძღვანელოები. სკოლები არ არის აღჭურვილი საჭირო სასწავლო რესურსებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით სპმთპ იმუშავებს მასწავლებლის სახლთან და სამინისტროს ესგ-ს დეპარტამენტთან;

4. „ახალი სკოლის მოდელის“ მიერ შემოთავაზებული განმავითარებელი შეფასება დიდ დატვირთვად შეიძლება იქცეს მასწავლებლებისთვის. ვფიქრობთ და ვაანალიზებთ, ამ მოდელის დანერგვის პროცესში, ხომ არ ირღვევა მასწავლებლის შრომითი უფლებები, მის არსებულ სრულ დატვირთვასთან მიმართებაში?!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება