სიახლეები
საინტერესო

საპენსიო ჯილდოთი წასულ პედაგოგს სკოლაში დასაქმება კვლავ შეუძლია - მოუწევს თუ არა მსურველს მიღებული 2 წლის ხელფასის დაბრუნება?
17-05-2021
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019-2020 წლებში სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს.

2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებით, 1,923 სკოლიდან 8,200-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი საპენსიო ჯილდოს სანაცვლოს წავიდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების დასაქმება იყო. რამდენად „გაახალგაზრდავდა“ სისტემა ამ ნაბიჯით, ეს ცალკე საკითხია. ამჯერად, საპენსიო „ჯილდოთი გაშვებულ“ პედაგოგებზე ვწერთ: 

შეიძლება ბევრმა „ჯილდოთი გაშვებულმა“ არ იცის, რომ მათ სკოლაში დაბრუნება კვლავ შეუძლიათ.  დაუბრუნებენ თუ არა დასაქმების შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯილდოს სახით აღებულ თანხას, ეს იმ ვადაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდებიან ისინი სკოლებში.

კანონში გაწერილია, რომ:

  • თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები) და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით.
  • ხოლო თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ასევე, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები), თუმცა მათ თანხის დაბრუნება აღარ მოუწევთ.
მათ, ვინც ჯილდოს სანაცვლოდ სკოლები 2019 წელს დატოვეს, 2-წლიანი ვადა წელს, 2021 წლის ბოლოს გასდით, შესაბამისად, სკოლაში დაბრუნება მათ თანხის დაბრუნების გარეშე შეუძლიათ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

სკოლიდან გაშვებული პედაგოგები და დაუსაქმებელი კადრები - რა მიზანი ჰქონდა მასწავლებლების საპენსიო ჯილდოზე გაშვებას?

პენსიონერი მასწავლებლების სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ სამინისტრომ 75.5 მლნ ლარი გახარჯა - აუდიტი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება