მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ორგზის ევროპის ჩემპიონი, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ირანში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი შოთაძე ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიდა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გიორგი შოთაძე ორგზის ევროპის ჩემპიონია ის ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიდა და მის რიგებში ადგილი, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, სწრაფად დაიმკვიდრა:
„ირანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გიორგიმ წარმატებას მიაღწია 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ირანში ჭიდაობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ფინალში გიორგის ორთაბრძოლა მოუხდა ირანელ სპორტსმენთან, რომელიც თავდაპირველად ხუთი ქულით დაწინაურდა, მაგრამ გიორგი არ დანებდა და თითქმის წაგებული ორთაბრძოლა 14:5 დაასრულა.“
გიორგი ამჟამად საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადება და საწვრთნელ შეკრებას ნაკრებთან ერთად გადის.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება