სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
13-05-2021
-
+


2021 წლის 12 მაისს ახლადდაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოებამ „ერთობა ხვალისთვის“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გამართეს.

სამეცნიერო ფორუმის მუშაობა გახსნა და აუდიტორიას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე: ჩვენი უნივერსიტეტი ქართული სახელმწიფოს ბედის თანაზიარი და პოლიტიკური პროცესების მსხვერპლია. მაგრამ საქართველოში ის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ორგანიზმია, რომელსაც ხელეწიფება აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა. სამწუხაროდ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს რესურსი სრულად გამოყენებული ჯერ არაა. მიხარია, რომ ჩვენი აღნიშნული შესაძლებლობები აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოებამ „ერთობა ხვალისთვის“ შენიშნა და ამიტომ მივესალმები ამ ახლადდაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელსაც დიდი ისტორიის გვარის ღირსეული მემკვიდრე, ბატონი გიორგი შერვაშიძე ხელმძღვანელობს.

აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადობა „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი შერვაშიძე აღნიშნა, რომ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ქართველთა და აფხაზთა შორის სისხლისმიერი ნათესაური კავშირების აღდგენა. რატომ მოვედით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში? იმიტომ, რომ უნივერსიტეტი ცოდნის ტაძარია, ხოლო ჩვენი ყველა ქმედება ჩვენივე განათლებიდან მომდინარეობს. მე მადლობას ვუხდი ბატონ ზურაბ ხონელიძეს, რომელიც გვერდში დაგვიდგა. მისი ინიცირებული საუნივერსიტეტო დიპლომატია ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის იდეოლოგიური საფუძველი იქნება.

პარლამენტის წევრმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მდივანმა, ბატონმა დავით ზილფიმიანი: მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, ქვეყნის პატრიოტს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, რომელიც მხარში უდგას ახალგაზრდათა ამ ინიციატივას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომისიის ფარგლებში ისეთი საკითხები მზადდება განსახილველად, რომელიც აქამდე გამოყენებული არ ყოფილა ქართველთა და აფხაზთა შორის ურთიერთობების აღსადგენად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი რუსლან აბაშიძე მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ სასურველია მეტი ჩართულობა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა აღდგენის პროცესში, რადგან სახელმწიფო აქტიურადაა განწყობილი ამ მიმართულებით და მზადდება მთელი რიგი საინტერესო პროექტები, რომელიც ყველა მხარისათვის იქნება საინტერესო.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადობა „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი შერვაშიძე მნიშვნელოვან პროცესებს დაუდო სათავე. ის განსაკუთრებით მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს. სოხუმის უნივერსიტეტი არაა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებელი. მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და დატვირთვა გააჩნია ორ მოძმე ხალხს შორის ურთიერთობათა აღდგენაში, – აღნიშნა გ. სოსიაშვილმა.

პარლამენტარისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის წევრის, ქალბატონ ეკა სეფაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიაში განიხილება მთელი რიგი იდეებისა და პროექტებისა, რომელიც მიმართული იქნება, როგორც აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობების აღდგენისაკენ, ასევე საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ბატონმა დავით ფაცაციამ აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი მუშაობა, ფიქრი, დისკუსია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებით მისასალმებელია, როცა ამ პროცესში საზოგადოების ყველა ფენაა ჩართული.

ჟურნალისტმა და ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, ბატონმა მამუკა არეშიძემ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი საკითხებით თანამედროვე ქართული მედია ნაკლებად ინტერესდება: აქ სულ ორი კამერა დავინახე. ეს სამწუხარო რეალობაა. ერთ-ერთ ტელევიზიაში ორჯერ მომიწია ინტერვიუზე მისვლა. იქ გადიოდა რეკლამა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. გარწმუნებთ, ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო, ამ უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდებოდი. სასიხარულოა, რომ დღევანდელი ღონისძიება ამ უმაღლეს სასწავლებელში ტარდება და რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ მისი არჩევანი სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა.

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ზურაბ ხონელიძესა და აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადობა „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე, ბატონ გიორგი შერვაშიძეს. აფხაზეთის პრობლემა მხოლოდ მშვიდობით მოგვარდება, სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ საამაყოა, რომ ესტაფეტა ამ მიმართულებით ახალგაზრდებმა აიღეს, რაც მე დიდი იმედებით აღმავსებს, – თქვა რ. კოპალიანმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ბატონ ჯემალ გამახარიას თქმით, ის კარგად იცნობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ზურაბ ხონელიძის შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყნის მომავალზე და ქართულ-აფხაზურ რთულ ურთიერთობებზე დაფიქრებულ ახალგაზრდებთან ერთად, დიდ ნაბიჯებს გადადგამს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დარეგულირების მიმართულებით.

ღონისძიებას ასევე მიესალმნენ:  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ხელმძღვანელი, ბატონი ალუ გამახარია; მრავალპროფილური კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი, ბატონი მათე ტაკიძე; მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ჭელიძე; მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი აკაკი ბართაია.

აუდიტორიის წინაშე აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებთან დაკავშირებით საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ:

პროფესორი ლია ახალაძე – „აფხაზთა სამეფოს ისტორია და კულტურა“; პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე და ფილოლოგიის დოქტორი სოფიკო ჭაავა – „აფხაზთა რაოდენობა, ეთნიკური იდენტობა და დედაენა XX საუკუნეში“; საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მკვლევარი ვალერი ჩეჩელაშვილი – „აფხაზეთის ომი. დიპლომატიური შეფასება“; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი – „შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიიდან“ (ტერმინ „ოსყოფილის განმარტებისათვის“); სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან გერაძე – „კონფლიქტის ტრანსფორმაცია აფხაზეთში და მრავალარხიანი დიპლომატიის პერსპექტივები“; პროფესორი თეიმურაზ ფაჩულია – „რბილის ძალის ინოვაციები“; რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.

კონფერენციის მონაწილეებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აფხაზთა და ქართველთა შორის მშვიდობისა და ერთიანობის ნიშნად პალმის ხე დარგეს. 

ამ ღონისძიებით აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოებამ „ერთობა ხვალისთვის“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სათავე დაუდეს ორკვირეულს, რომელშიც ჩართული იქნება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. დახურვითი კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება