ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ყვავილები და ხეები დარგეს
13-05-2021
დაკოპირებულია
-
+
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ბიოლოგიის მასწავლებელთან, თამთა მაზანიშვილთან ერთად სკოლის ეზოში ხეები და ყვავილები დარგეს.
მოსწავლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნერგებს აუცილებლად მოუვლიან, გაახარებენ და სკოლის ეზოს ყვავილების ბაღად გადააქცევენ.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.