მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა - კოლეჯ „პროგრესში“ სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს უნარებს უვითარებს და სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.
„მოხარულები ვართ ჩვენი სიახლე გაგიზიაროთ. ამერიკულ უმაღლეს სკოლა „პროგრესში“ სწავლების PBL მეთოდოლოგია ინერგება.
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება (PBL) სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდია. მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით იგი 63%-ით ზრდის სასკოლო განათლების ხარისხსს და ორიენტირებულია მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე.
Future Laboratory გთავაზობთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების ოქროს სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებულ პროექტების საგნობრივ ბაზას IV,V, VI, VII კლასებისთვის. თითოეული პროექტი ითვალისწინებს ესგ-ს სტანდარტს, სასკოლო მასალასა და დამატებით რესურსს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობის, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის.
თითოეულ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები სასკოლო მასალასა და რეალურ ცხოვრებას აკავშირებენ ერთმანეთთან. შებრუნებული საკლასო ოთახის მეშვეობით, ხდება ცოდნის ეფექტურად კონსტრუირება, გარესამყაროსთან ინტერაქცია ცოდნის რეალურ ცხოვრებაში ტრანსფერს უზრუნველყოფს.
პროექტზე მუშაობის სტანდარტის დაცვით ვახერხებთ, რომ მიღებული ცოდნა თავად მოსწავლისთვის გახდეს ღირებული და სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის გამოიყენოს.
პროექტების არსებული ბაზა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებები, დროის მენეჯმენტი, კლიმატის ცვლილებები, კონფლიქტების მართვა, გლობალიზაცია, ბულინგი, ხელოვნება და მარკეტინგი, მონაცემთა ანალიზი, ლოგოს შექმნის პრინციპები, მდგრადი განვითარება, ტოლერანტობა და სხვა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო