სიახლეები
პიროვნება

„სკოლა სახელმწიფოს განვითარების მთავარი ცენტრია“- მარგო ბალასანიანი, მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი
13-05-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რა სჭირდება მომავალ თაობას, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორის, მარგო ბალასანიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...


- საგნის ცოდნის აკვანი, სადაც ბავშვი იძენს იმ უნარებს, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ სამსახურში გამოადგება. 

- ცოდნა გვანიჭებს...

- ეფექტურობას. ის უნარ-ჩვევების განვითარების ინსტრუმენტია.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- განვითარება - მათ უნდა განივითარონ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, დაგეგმა, მიზნის დასახვა, მოლაპარაკება და სხვა.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი....

- ვკითხულობდი წიგნებს, ყოველთვის ვცდილობდი სიახლეების შესწავლას,  ყოველდღიურად ვიყენებდი მიღებულ ცოდნას, ვიყავი პასუხისმგებელი და ვზრუნავდი მეგობრებზე.

- დირექტორობა მეხმარება...

- ცოდნის აქტიურ გამოყენებასა და ცხოვრების შესწავლაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
 
- რომ სკოლა სახელმწიფოს განვითარების მთავარი ცენტრია, რომელიც ასტიმულირებს მოსწავლეების თანაარსებობას, სოციალურ ჰარმონიას, უნივერსალურ ეროვნულ ღირებულებებს. სკოლამ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი, შეიმუშაოს მრავალფეროვანი და რეალისტური სტრატეგიები.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- სასკოლო ცხოვრებაში უზრუნველყოფილი იყოს მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების სამმხრივი მონაწილეობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება