სიახლეები
პიროვნება

„საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, რომ მეც ბავშვი ვიყავი“ - ლია ბუთლიაშვილი, წნორის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
13-05-2021
-
+


რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირად  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ლია ბუთლიაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

 - სკოლა  მომავალი თაობის  სამჭედლოა. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვი პიროვნებად ყალიბდება და იძენს ცოდნასა და კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს.

- ცოდნა გვანიჭებს...

 - თავისუფლების, თავდაჯერებულობის განცდას.

- მომავალ თაობას სჭირდება...

 - ისეთი  უნარ-ჩვევების  შეძენა, რომელიც გამოადგება თავისუფალი, უსაფრთხო და ბედნიერი მომავლის შენებაში.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
 
- ვიყავი  პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და მომავალზე  მეოცნებე.

- დირექტორობა მეხმარება...

 -  სწორად  გავიაზრო  ის  პასუხისმგებლობა, რაც მომავალი თაობის წინაშე მაკისრია.

-  საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

 - რომ  მეც  ვიყავი ბავშვი და კიდევ  იმას, რომ არ დავკარგო სამართლიანობის  განცდა.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

 - შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის წმენა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება