სიახლეები
სიახლეები

ვიდეოთვალთვალი 1 144 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს - დამონტაჟების წესსა და პირობებს მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს
20-05-2021
-
+


სიახლე არაა, რომ საქართველოს სკოლებში დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო სისტემა. როგორც განათლების სამინისტროდან etaloni.ge-ს აცნობეს, მოცემულ ეტაპზე ვიდეოსათვალთვალო სისტემით აღჭურვილია 1 144 საჯარო სკოლა.

რეგიონების მიხედვით, სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია:

თბილისში - 162 საჯარო სკოლა;
აჭარაში - 187 საჯარო სკოლა;
გურიაში - 29 საჯარო სკოლა;
იმერეთში - 127 საჯარო სკოლა;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 117 საჯარო სკოლა;
მცხეთა-მთიანეთში - 30 საჯარო სკოლა;
კახეთში - 141 საჯარო სკოლა;
შიდა ქართლში - 67 საჯარო სკოლა;
სამცხე-ჯავახეთში - 109 საჯარო სკოლა;
ქვემო ქართლში - 160 საჯარო სკოლა;
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 5 საჯარო სკოლა;
აფხაზეთის 10 საჯარო სკოლა.

„აქვე გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანების შესაბამისად განისაზღვრება სკოლებში ვიდეოკამერების დამონტაჟების წესი და პირობები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამავე ბრძანების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოდაკვირვებას, უნდა შეესაბამებოდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესებს“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მირ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება