სიახლეები
სკოლები

„ერთად ვუმკურნალოთ დედამიწას“ - თბილისის N120 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია შექმნეს
14-05-2021
-
+


თბილისის N120 საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა მზის სისტემაზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. მათ უსარგებლო ნარჩენებისგან მეტეორი დაამზადეს, „გააცოცხლეს“, შემოსეს, ადამიანის ფორმა მისცეს და ნარჩენების შეგროვებაში „დაიხმარეს“. გაეცანით სკოლის ინფორმაციას:

„დე-და-მი-წე-ლე-ბო!
ხომ გესმით ჩემი!
ერთი დაუჯერებელი ამბავი უნდა გიამბოთ. მე ერთი ციდა მეტეორი ვიყავი, უეცრად მოვწყდი გალაქტიკას და საოცარი სისწრაფით თქვენს პლანეტაზე დავენარცხე, უცებ „უცნაური არსებები“ შემომეხვივნენ, მერე გავიცანი, ბავშვები ყოფილან. ისინი ჩემთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ, რაღაც ნივთებს აგროვებდნენ. ჯერ კარგად დამაკვირდნენ, მერე კი გადაწყვიტეს ჩემთვისაც გაეკეთებინათ სხეულის ის ნაწილები, რითაც მეც შევძლებდი მათ დახმარებას. ჯერ ტანი გამიკეთეს, მერე ხელები და ფეხები მიმაგრეს, ჩემს ვარცხნილობაზეც იზრუნეს, ისეთი ფერადი და მხიარული გამოვედი, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ სულ დამავიწყეს ჩემი პლანეტა. კეთილი ბავშვები აღმოჩნდნენ, პირბადეც კი არ დაიშურეს ჩემთვის, იცით რატომ? თურმე დედამიწა ავად გამხდარა და რაღაც ვირუსი გავრცელებულა, მიფრთხილდებიან. ჩემი პატარა მეგობრები მეხუთე კლასელები არიან, მათ თან ერთად მეც დავიწყე უსარგებლო ნარჩენების შეგროვება, ამაში ჩემი ჩაჩი მეხმარება, ფერად-ფერადი ანტენებით სწაფად ვიზიდავ ნარჩენებს და ურნაში ვყრით.
გახდი ჩვენი მეგობარი!
ერთად ვუმკურნალოთ დედამიწას!
P.S. ვერ გაგეცანით, მე CJ5 ვარ! იცით ეს სახელი რატომ მქვია? მეტეორების ოჯახში მეხუთე ვიყავი“, - წერია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება