სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლისა და სტუდენტის თანამშრომლობით საინტერესო პროექტი განხორციელდა
14-05-2021
-
+



ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ანა თოფურიასა და სკოლის სამოქალაქო განათლებლის მასწავლებლის, ნანა წულუკიძის თანამშრომლობით პროექტი „მეგობრობას რელიგია არ აქვს“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაციული პოსტერები დაამზადეს, ფილმ „აგორას“ უყურეს და შემდეგ დისკუსია გამართეს. 

მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სტუდენტი, ანა თოფურია იმ გამოცდილების შესახებ საუბრობს, რომელიც მან პროექტიდან „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაამღდეგ“ მიიღო:

,„ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, რომელსაც მომავალში მასწავლებლობა სურს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა როგორც გამოცდილების, ისე ცოდნის მიღების მხრივ. პირველად მქონდა უშუალო შეხება მოსწავლეებთან და ეს მოგონებები ყოველთვის მემახსოვრება.

მადლობას გიხდით ჩემი პარტნიორი მასწავლებლის, ნანა წულუკიძის გაცნობისთვისა და მოსწავლეების გახარებისთვის, რომლებმაც ცოდნის გარდა ამ პროექტიდან პოზიტიური ემოციები და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ჩემი აზრით, მოსწავლეებს ეს ცოდნა მომავალშიც გამოადგებათ. პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ პოსტერები, მოკლე ვიდეორგოლი, განვიხილეთ აქტუალური თემები, ჩემი ინიციატივით შეირჩა ფილმ. განსაკუთრებით გამახარა იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეებს ეს ფილმი ძალიან მოეწონათ და თითეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში. მე და ქალბატონი ნანა ყველანაირად ვეცადეთ,  სხვადასხვაგვარი აქტივობით მოსწავლეებისთვის გაგვეხალისებინა პროექტის მსვლელობა და მათთვის დასამახსოვრელებლი ყოფილიყო ყოველივე“.

სკოლის ინფორმაციით, პროექტი „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაამღდეგ“ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორმუმისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) პარტნიორობით ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

25 თებერვალი - თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა - 104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია

შედეგების მიუხედავად ისინი უმაღლესში ვერ ჩაირიცხებიან 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება