სიახლეები
სიახლეები

eschool-ში დოკუმენტების ატვირთვის ვადები მაძიებლებს განესაზღვრათ - ცნობილია, როდის აისახება საბოლოო შეფასებები
14-05-2021
-
+


მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინების ვადები განისაზღვრება. მაძიებლებს დოკუმენტი 14 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ ატვირთონ.

ამასთან, მაძიებლებს, ვინც აკადემიური კურსი 19 აპრილი-21 მაისის ჩათვლით პერიოდში დაასრულებს, კურსის შეფასება eschool-ის სისტემაში მაისის ბოლოს აესახებათ. ვინც 22 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით დაასრულებს, შეფასება ბაზაში 4 ივნისამდე აიესახებათ. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინების ვადად განისაზღვრება 14 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი. როგორც კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ბრძანება გამოიცემა, თქვენც და თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას გავუზიარებ აღნიშნულ დოკუმენტს. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეცნობებათ იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც აუცილებელი იქნება მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინებისათვის.

იმ მასწავლებლობის მაძიებლებს, ვინც აკადემიური კურსი დაასრულეთ 19 აპრილი-21 მაისის ჩათვლით პერიოდში, კურსის შეფასება eschool-ის სისტემაში აგესახებათ მაისის ბოლოს. იმ მასწავლებლობის მაძიებლებს, ვინც აკადემიურ კურსს დაასრულებთ 22 მაისი-4 ივნისის ჩათვლით პერიოდში, კურსის შეფასება eschool-ის სისტემაში აგესახებათ 14 ივნისამდე პერიოდში. 4 ივნისი არის ბოლო თარიღი აკადემიური კურსის დასრულების, რათა შემდგომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შეძლოს კურსის შეფასების ასახვა eschool-ის სისტემაში. სანამ, აღნიშნული შეფასება არ აისახება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვერ შეძლებს შეგიფასოთ მასწავლებლობის მაძიებელს მთლიანი კურსი და გააკეთოს წარდგინება eschool-ის სისტემიდან. დაელოდეთ აკადემიური კურსის შეფასების ასახვას და ამის შემდგომ შეაფასებინეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ყველა ატვირთული დოკუმენტაცია. თქვენც გაქვთ საშუალება შეფასებისა და წარდგინების პერიოდში ატვირთოთ დარჩენილი დოკუმენტები“, - აღნიშნულია, მასწავლებლის სახლის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება