სიახლეები
პიროვნება

„izrune.ge-მ ყოველი წამით ტკბობის შესაძლებლობა მომცა“ - მარიამ ხონელიძე, განათლების პირადი მენეჯერი
14-05-2021
-
+


მარიამ ხონელიძე, izrune.ge-ს გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული წევრი გახლავთ - შვილის განათლების პირადი მენეჯერი, ოჯახის მეგობარი განათლების საკითხებში და izrune.ge-ს წარმომადგენელი ოჯახებთან. როგორია მისთვის კომპანიაში მუშაობა? - ამბობს, რომ ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან საქმე მომავალი თაობების განათლებას ეხება, თუმცა აღნიშნავს, რომ უზომოდ ბედნიერია, პროფესიონალ გუნდთან ერთად, ყოველდღიურად ზრუნავს ბავშვების მოტივაციასა და მათი ცოდნის გაღრმავებაზე. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ ხონელიძესთან, რომელიც izrune.ge-სა და საკუთარი პროგრამა-მაქსიმუმის შესახებ საუბრობს.

- მე მარიამ ხონელიძე ვარ, მაგისტრატურის კურსის სტუდენტი, განათლების ადმინისტრირების განხრით, ბაკალავრიატი კი ინგლისურის ფილოლოგია დავამთავრე.

- მარიამ, izrune.ge-ში განათლების პირადი მენეჯერი, ოჯახის მეგობარი განათლების საკითხებში და izrune.ge-ს წარმომადგენელი ხარ ოჯახებთან. როგორ აღმოჩნდი კომპანიაში?

- კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, გავიარე გასაუბრება და ასე გავხდი საოცარი გუნდის წევრი. უნდა გამოგიტყდეთ - ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო; ვნერვიულობდი, თავი რომ ვერ გამერთმია დაკისრებული მოვალეობისთვის... ხომ გესმით, საქმე ბავშვებსა და მათ განათლებას ეხება, მაგრამ საბედნიეროდ, ისეთი გარემო და მაღალპროფესიონალი გუნდი დამხვდა, რომ ყველა გამოწვევა მარტივად დავძლიე.

- ისეთი აღფრთოვანებით საუბრობ izrune.ge-ს გუნდზე, აშკარაა, შენთვის ეს სამსახური ბევრს ნიშნავს...

- რა თქმა უნდა, მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ თუმცა მარტივად გადმოცემა, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს სამსახური, მაინც მიჭირს... ერთი კი შემიძლია თამამად ვთქვა - ჩემი ცხოვრება, izrune.ge-ში მოსვლის დღიდან, რადიკალურად შეიცვალა; უზომოდ ბედნიერი ვარ აქ მუშაობით, იმ გარემოთი, რაც დამხვდა და რაც მთავარია, ჩემი გუნდით.

ამ სამსახურმა ყოველი წამით ტკბობის შესაძლებლობა მომცა და შეუძლებელია, სხვა ემოციები დაგეუფლოს, რადგან  izrune.ge უდიდეს საქმეს - საქართველოს მომავალი თაობების განათლებას ემსახურება.

- izrune.ge-ში განათლების პირადი მენეჯერი ხარ; უფრო კონკრეტულად გვიამბე შენი პოზიციის შესახებ და ზოგადად, რა არის თქვენი მიზანი?

- როგორც მოგეხსენებათ, კომპანიის მიზანია სკოლის, ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირის დამყარება; მე კი, როგორც განათლების პირადი მენეჯერი, ვეხმარები ამ მიზნის მიღწევაში - ბავშვებში მოტივაციისა და თავდაჯერების ამაღლებაში, საკუთარი თავის რწმენის გაზრდაში, ასევე არსებული ცოდნის გაღრმავებასა და დამატებითი ცოდნის მიღებაში.

ამ ყველაფერს ვახერხებ მშობლებსა და ბავშვებთან აქტიური კომუნიკაციით. მშობლებთან ერთად განვიხილავ, რა იქნება უკეთესი ბავშვის მოტივაციისა და განვითარებისთვის. ტესტების შედეგების შესაბამისად, ვმსჯელობთ ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და ერთად ვცდილობთ გარკვეული წინააღმდეგობების აღმოფხვრას.

- მარიამ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ კომპანიაში მიზანს მიაღწიო?

- დაუღალავი შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად.

- ესე იგი, არ იღლები?

- ენერგიას, მოტივაციას, დადებით ემოციას, ძალას... რაც ასევე მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად, ბავშვებსა და მათ მშობლებთან კომუნიკაციით ვიღებ.

- ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა, ემსახურო საქმეს, რასაც მომავალი თაობების განათლება ჰქვია.

- რა თქმა უნდა... ჩვენ ხომ მოსწავლეებსა და მათ განათლებასთან გვაქვს შეხება. პასუხისმგებლობა, უდავოდ, დიდია, თუმცა ამავე დროს, ჩემი საქმე  უდიდეს ბედნიერებასთანაა დაკავშირებული- თითოეული ბავშვის ემოცია, სიხარული, წარმატება და თავდაჯერება ჩვენთვის არის ძალა და იმედი იმისა, რომ სწორი გეზი გვაქვს აღებული, სწორ გზას ვადგავართ და ეს გვეხმარება, ვაკეთოთ მეტი, შეუძლებელიც კი შევძლოთ და დასახული მიზნისკენ უფრო თავდაჯერებით წავიდეთ.

- როგორ წარმოგიდგენია izrune.ge და საკუთარი თავი თუნდაც 5 წლის მერე?

- izrune.ge ხუთი წლის მერე მეტად წარმატებული წარმომიდგენია - ტრადიციულად, ბევრი სიახლით და სხვადასხვა საინტერესო პროექტით, რომლებიც მოსწავლეებს უფრო დიდ სურვილს გაუჩენს, იყვნენ ჩვენი დიდი ოჯახის წევრები...

რაც შემეხება მე, რთულია, ასე, ცალსახად ვისაუბრო საკუთარ თავზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეტად თავდაჯერებული ვიქნები, რაც დამეხმარება მშობლებთან თუ ბავშვებთან ურთიერთობასა და მათი წარმატების ხელშეწყობაში.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

მონაწილეებმა წარადგინეს ქართული და სომხური ცეკვები, სიმღერები და ფლეშმობი

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება