სიახლეები
სიახლეები

„მენტორი და წამყვანი მასწავლებლები სტატუსს იმისთვის იყენებენ, რომ მოთხოვნადი რეპეტიტორები იყვნენ“
14-05-2021
-
+


განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც დაბალი საგამოცდო მაჩვენებლებითაა განპირობებული.

„პრობლემატურია საკითხი, რომელიც უკავშირდება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და მასწავლებელთა განათლებას, მაგრამ ამაში დამნაშავეები ნაკლებად არიან მასწავლებლები - დამნაშავეა სისტემა, რომლიც ვერ უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განვითარებას. აქ რამდენიმე ეტაპია:

1 - ვინ მოდის მასწავლებლის პროფესიაში და როგორ უნდა მივიღოთ კვალიფიციური მასწავლებელი სკოლაში; გავაანალიზე 2019 წლის შედეგები, როდესაც მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე 700 აბიტურიენტი აბარებდა; მათგან მხოლოდ 9-მ შეძლო 50 პროცენტიანი გრანტის აღება და ვერც ერთმა ვერ მიიღო 70 ან 100 პროცენტიანი გრანტი. 

უნდა ვაღიაროთ - ამ პროფესიაში არ მოდიან ყველაზე ნიჭიერი ადამიანები, უფრო მეტიც, მასწავლებლების კომპეტენცია ყველაზე დაბალია თუნდაც მისაღებ გამოცდებზე.

მეორე საკითხია  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც უნდა იღებდნენ საბაზისო განათლებას მომავალი მასწავლებლები და აქაც უნდა იყოს შესაბამისი პროგრამები - ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული სამეცნიერო მიღწევები, საკმაოდ დაბალ დონზე ვართ - დიდი ნაწილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, რათა კვალიფიციური მასწავლებელი მოამზადოს.

მესამე ეტაპია - როცა მასწავლებელი შედის სკოლაში - რეალურად სწორედ იქ, სასკოლო გარემოში ხდება მასწავლებელი. ტრენინგებს ვერ ექნება ის შედეგი, რომ ჩვენ კვალიფიციური კადრები გვყავდეს, სკოლაში კი არ გვაქვს ისეთი სასკოლო დონეზე პროფესიული განვითარების სისტემა, არ გვყავს სასკოლო პროცესის ხელმძღვანელები, რომლებიც შეძლებენ სასკოლო დონეზე პროცესის უზრუნველყოფას.

რა აქტივობებიც  პროფესიული განვითარების სქემაშია, ძალიან კარგია, ოღონდ ეს უნდა იყოს სკოლისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი პროცესი. მაგრამ თუ ეს ხელოვნურია, შედეგს ვერ მოგვცემს.

რაც შეეხება მასწავლებლების კომპეტენციას, მართალია პრაქტიკოსი მასწავლებლების რიცხვი 8 600-მდე შემცირდა, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ 30 პროცენტია მინიმალური ზღვარი, არადა მაშინ სტანდარტით 70 პროცენტია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას თუ ავიღებთ - ჩვენ ამ გადაწყვეტილების მძევლები ვართ; კარგად უწყიან, რომ 2015 წლის გადაწყვეტილება იყო შეცდომა და კრედიტების დაგროვებას არანაირი ბმა არ ექნებოდა მასწავლებლის კვალიფიკაციასა და მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასთან.

15 პროცენტი რომ გვყავდეს მენტორი მასწავლებელი, განათლების უფრო მაღალი ხარისხი გვექნებოდა? - რა თქმა უნდა, არა! ეს საქმე და კატეგორიიდან კატეგორიაზე გადასვლა, არანაირად არ არის მიბმული მასწავლებელთა კვალიფიკაციასა და იმასთან, თუ რა შედეგები აქვთ მათ საკლასო ოთახში .

არიან პედაგოგები, ვინც უფროსის სტატუსს დასჯერდა, რადგან ჩათვალა, ბიუროკრატიულ სქემებში შესვლის მაგივრად, მნიშვნელოვანი იყო რეალური საქმე.

ფაქტია - სტატუსი არ განსაზღვრავს კვალიფიკაციას. ჩვენ არ ვიცით, საკლასო ოთახებში რა ხდება, რა შედეგები აქვთ მასწავლებლებს, რადგან არ არსებობს ანგარიშვალდებულების მექანიზმები; გარდა ამისა არსებობს ფაქტები, როდესაც მენტორი და წამყვანი მასწავლებლები  სტატუსს იმისთვის იყენებენ, რომ იყვნენ მოთხოვნადი რეპეტიტორები, კერძო სექტორში დაკავდნენ და ნაკლებ დროსა თუ ენერგიას უთმობენ სასკოლო პროცესს; ხოლო ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებსაც შესაძლოა პრობლემები ჰქონდეთ კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით, უფრო მეტად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში.

მაგრამ ვერავინ, დედამიწის ზურგზე, ვერ იტყვის, რომელ კატეგორიას აქვს უკეთესი შედეგები, რადგან რა ხდება საკლასო ოთახებში, ჩვენ არ ვიცით.

ასე რომ, 2015 წელსვე უკვე ნათელი იყო - რომ სქემას არ ექნებოდა ბმა პროფესიულ განვითარებასთან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება