სიახლეები
სამასწავლებლო

„სოციალური მუშაკი სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას შორის კავშირის დამყარებას უზრუნველყოფს“ - დოდო ჭყონია, საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი
17-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორის, დოდო ჭყონიას მოსაზრებებს გთავაზობთ.

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- სოციალური  მუშაკის სკოლაში შესვლა სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას შორის კავშირის დამყარებას უზრუნველყოფს. სოციალური მუშაკი მოსწავლეებს აკადემიურ სფეროში წარმატებების მიღწევაში, სოციალური, ემოციური და ქცევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სკოლაში აუცილებელია სამედიცინო კაბინეტების მოწყობა. ჩვენს სკოლაში სამი წელია ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც შესაბამისი ინვენტარითა და საჭირო მედიკამენტებითაა აღჭურვილი.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

 - იმედია ამ ცვლილების  საფუძველზე დროულად  გამოვლინდება მოსწავლის პრობლემა, სკოლის დირექციის, დამრიგებლის  და სოციალური მუშაკის ერთობლივი ძალისხმევით ნაკლები მოზარდი დარჩება სკოლის მიღმა.

- თქვენი აზრით,  როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- სკოლამ უნდა გადასინჯოს მის მიერ დაგეგმილი წლიური პროგრამა იმგვარად, რომ ორიენტირებული დარჩეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებზე. მასწავლებელს ევალება არა სახელმძღვანელოს ყველა პარაგრაფის და საკითხის გავლა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხების შერჩევა და ამ საკითხზე დაყრდნობით მოსწავლის მიერ საგნის ფუნდამენტური ცნებების გააზრება. ამ ცნებებზე მუშაობა უდრის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე მუშაობას.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ? 

 - ვფიქრობ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წინა სქემის დროს მასწავლებელი ძირითადად კრედიტქულების დაგროვებაზე იყო მიმართული. იმედია, ახალი სქემის ფარგლებში მასწავლებელი პროფესიულ განვითარებასთან ერთად, მაქსიმალურად იზრუნებს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის  დაგეგმვასა  და მოსწავლეთა შედეგების  გაუმჯობესებაზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება