მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6გ კლასში კომპლექსური დავალების წარდგენა გაიმართა.
მე-6გ კლასის დამრიგებელი შორენა დანელია გახლავთ, საგნის - „ჩვენი საქართველო“ მასწავლებელი კი ნინო ბანცაძე.
კომპლექსური დავალება შესრულდა თემაზე - „კულტურის ძეგლები აფხაზეთში“. დამუშავდა სამიზნე ცნებები: დრო და საზოგადოება.
„მოსწავლეებმა ნაშრომების პრეზენტაციის დროს უპასუხეს კითხვებს და ხაზგასმით წარმოაჩინეს: 1.რომელი ისტორიული პირის სახელთან არის დაკავშირებული ძეგლის მშენებლობა? 2.რა ცვლილებები განიცადა ძეგლმა და რამ განაპირობა ეს ცვლილება? 3.რა საფრთხეები და მოსალოდნელი შედეგები უკავშირდება კულტურულ ძეგლს? 4.რატომ ითვლება იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად? 5.უკავშირდება თუ არა რაიმე სახის ლეგენდა მოცემულ ძეგლს? 6.შეიცვალა თუ არა ის დროთა განმავლობაში? 7.რატომ ვერ ხერხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა? 8.რა მდგომარეობაშია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლები დღეს? 9.რაზე მეტყველებს აფხაზეთში და კახეთში არსებული ტაძრების მსგავსება? 11. რას და როგორ მოგვითხრობს საქართველოს ისტორიის შესახებ აფხაზეთში შემორჩენილი კულტურული ძეგლები?
მოსწავლეებმა ნაშრომში გამოკვეთეს:
1. აფხაზეთი, როგორც კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი მხარე;
2. ქრისტიანული კულტურის ძეგლები აფხაზეთში, როგორც ქართული საეკლესიო არქიტექტურის ნიმუშები.
გააკეთეს დასკვნა: ამ ძეგლებზე ამოკვეთილი ქართული წარწერები და არქიტექტურული სტილი მეტყველებს, რომ აფხაზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარე ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებით, ხოლო ეს ძეგლები თავისთავად მდიდარი სათვალსაჩინო საშუალებაა დავადასტუროთ, რომ მისი მაშენებლები იყვნენ ქართველები, ქართულენოვანი მოსახლეობა, რომელთა ეროვნული აზროვნება და საქმიანობა იყო მხოლოდ ქართული.
გულსატკენია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეს ნაწილი მოკვეთილი აქვს, მაგრამ გვჯერა სიყვარული გაიმარჯვებს, ხოლო სიყვარულით მოპოვებული ნდობა გააქრობს ზიზღს, უნდობლობას, მტრობასა და საბოლოოდ მშვიდობა დაისადგურებს, რადგანაც ისტორიული მაგალითებით ბევრჯერ დამტკიცდა ეს ჭეშმარიტება- „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. მოვა დრო და აფხაზეთში ქართველები კვლავ დავბრუნდებით და აფხაზებთან ერთად, როგორც წარსულში, ისე მომავალშიც ერთმანეთის სიყვარულით ავაშენებთ მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს