ვინ მოიზიდავს ფინანსებს და ვის გააუმჯობესებს ურთიერთობებს? - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ეს კვირა შემდეგთან შედარებით კარგია, რაც გვაძლევს საშუალებას მშვიდად გავიაროთ და წარმატებასაც მივაღწიოთ.20 მაისს მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ შემდეგი ერთი თვე ადამიანებში მოიმატებს გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, იუმორის გრძნობა. ამასთან, უარყოფითი თვისებებიც წამოიწევს, ტყუილებისკენ მიდრეკილება, სულსწრაფობა, შინაგანი მერყეობა, ზედაპირულობა.
სატურნი ხდება რეტროგრადული ანუ უკან მავალი. ძველ საქმეებთან გვაბრუნებს და ახლებურად გაანალიზების შესაძლებლობას გვაძლევს.
ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:ვერძი: კიდევ გაქვთ შანსი ფინანსური კეთილდღეობის მოპოვების. განწყობა გიუმჯობესდებათ, უფრო ამტანები ხდებით. ეს კვირა კარგია პირადი ურთიერთობის, პროფესიული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წარმატების შანი გაქვთ ბიზნეს საქმიანობაშიც.
კურო: იმუნიტეტი მაღალი გაქვთ, ენერგიული ხართ. ამ, კვირაში წარმატების შანსი გაქვთ. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისა და პირადი ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა გაქვთ.
ტყუპები: ჯერჯერობით ძალიან კარგი კვირა არ გაქვთ, თუმცა უკვე გრძნობთ, რომ თქვენს ნიშანს მზე უახლოვდება. ენერგოტონუსი იწევს, განწყობა გიუმჯობესდებათ. კარგი დროა ინფორმაციის მისაღებად, მოლაპარაკებებისთვის. ამ კვირაში თქვენ ყრით საფუძველს, როგორი იქნება შემდეგი პერიოდი.
კირჩხიბი: ინტუიცია მზარდი გაქვთ, რაც სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ. შეიძლება მოიპოვოთ ინფორმაცია, რაც იდეების რეალიზებისთვის გამოგადგებათ. კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან და საოჯახო ურთიერთობები ჰარმონიულია. ფინანსური კეთილდღებისა და პროფესიულ განვითარებისთვის გიწყობთ ეს პერიოდი ხელს. ნაკლებად ტრადიციული ხართ და შეიძლება ორიგინალური იდეები გაგიჩნდეთ.
ლომი: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია პროფესიული წინსვლისთვის. ხელმძღვანელებთან, სპონსორებთან და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის კარგი დროა, კოლეგებისა და ახლობლებისგან დახმარებას იღებთ. აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდებით, არ გაქვთ გაჩერების უფლება.
ქალწული: შრომისუნარიანი, მომთმენი, შეუპოვარი და მიზანსწრაფული ხართ. შეგიძლიათ გათავისუფლდეთ არაფრისმომცემი კონტაქტებისგან და იპოვოთ ახალი პარტნიორული ურთიერთობა, რაც ხელს შეგიწყობთ ახალ პროექტებში ჩართვაში.
სასწორი: გაორებული ტენდენცია გაქვთ და ამას მიაქციეთ ყურადღება. ერთის მხრივ, შეიძლება ჩაერთოთ მნიშვნელოვან საქმეში და გადაწყვიტოთ სერიოზული საკითხები, მეორეს მხრივ კი კონკურენცია მატულობს თქვენ სამსახურში და შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა. საერთო ჯამში, თქვენი ენერგოტონუსი მაღლა იწევს, განწყობა უმჯობესდება, რაც დადებითი ტენდენციების ალბათობას გაძლევთ. პოზიტიურ დივიდენდებს მიიღებთ.
მორიელი: ძალიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და მიმზიდველი ხართ. ძალიან დიდ დახმარებას იღებთ პარტნიორებისგან. ეს ხელს უწყობს თქვენს წარმატებას. კარგი მატერიალური დივიდენდების მიღებასაც შეძლებთ.
მშვილდოსანი: განწყობა გიუმჯობესდებათ, ენერგია გემატებათ, ოპტიმიზმი გეუფლებათ. თქვენი შესაძლებლობები ღვივდება, ყველა სფეროში. მოემზადეთ, თქვენთვის იწყება სრულიად წარმატებული ახალი იდეების, პერსპექტივების პერიოდი. კარგი შესაძლებლობების დრო მოდის.
თხის რქა: სასიყვარულო ურთიერთობებისთის ძალიან კარგი დროა. ინიციატივიანი, შრომისუნარიანი და ნებისყოფიანი ხართ, რაც პროფესიულ წინსვლაში ხელს შეგიწყობთ. შეგიძლიათ ინიციატორი გახდეთ იდეების და წარმატებით განახორციელოთ. მატერიალური მდგომარეობის, პირადი და კარიერული წინსვლისთვის კარგი დროა. არ გაქვთ უფლება, ეს კვირა უქმად დაკარგოთ.
მერწყული: ენერგოტონუსი და განწყობა გიმაღლდებათ, საოჯახო და ნათესაური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კარგი დროა. ვარსკვლავური დრო მოდის თქვენთვის. წინ გელოდებათ წარმატებული პერიოდი.
თევზები: ძალიან შარმიანი და მიმზიდველი ხართ. საუკეთესო დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. ინტუიციით სწორად მოქმედებთ. ყველა სფეროში მაღალ დონეზე ხართ, ყველაფერი გამოგდით. ეს თქვენთვის ერთ-ერთი ვარსკვლავური კვირაა წლის განმავლობაში.