სიახლეები
სიახლეები

25-დან 70 ლარამდე ვაუჩერები სკოლის მოსწავლეებს - როგორ უნდა მიიღოთ და გამოიყენოთ დაფინანსება?
17-05-2021
-
+


თბილისში დარეგისტრირებულ მოსწავლეები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, მინიჭებული აქვთ 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა, თბილისის მერია განათლების დონის ამაღლებისა და მოზარდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ტიპის ვაუჩერებს სთავაზობს.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორისაა: ხელოვნების სკოლებში სწავლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების, სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსებას ერთი სახეობის არჩევის უფლებით.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 30 ლარს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:

  • მხატვრული კითხვა - 25 ლარი;
  • საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 30 ლარი;
  • გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება - 40 ლარი;
  • ქორეოგრაფიული სტუდია - 50 ლარი.

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში? - მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N6) და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

ხელოვნების სკოლებში მოსწავლეების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა არის თვეში 40 ლარი. მომსახურების მიღება ხელოვნების სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხორციელდება - იხილეთ ხელ. სკოლების ჩამონათვალი.

მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:

  • ფეხბურთი - 50 ლარი
  • ტანვარჯიში - 35 ლარი
  • ცურვა - 70 ლარი
  • სხვა სახეობები - 30 ლარი

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?-  მომსახურების მიღება ხორციელდება სპორტული სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. საცურაო აუზების შემთხვევაში, საცურაო აუზის ადმინისტრაციისადმი მიმართვით ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქვეპროგრამაში რეგისტრაციისათვის შექმნილი სპეციალური სისტემის საშუალებით (https://my.tbilisi.gov.ge/#/guest/login), რომელშიც ბენეფიციარი ქმნის საკუთარ გვერდს. აღნიშნულ გვერდზე ბენეფიციარს აქვს საშუალება იხილოს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე პროგრამაში ჩართული ყველა საცურაო აუზის შესახებ და ირჩევს სასურველ აუზს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება