საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში პროექტი - „ევროკავშირი - მომავლის გზა“ განხორციელდა
17-05-2021
დაკოპირებულია
-
+
საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს სასკოლო პროექტი: „ევროკავშირი - მომავლის გზა“.
„საგარეჯოს N 3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ჩვენი ხმა" წევრებმა (პედაგოგი ქეთევან ჭიაბერაშვილი) პროგრამა „მომავლის თაობის" ფარგლებში განახორციელეს სასკოლო პროექტი: „ევროკავშირი - მომავლის გზა“.
მოსწავლეების მიერ თემსა და სასკოლო საზოგადოებაში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო თემის აქტუალობა (საქართველოსა და ევროკავშიირის ურთიერთობის შესახებ ცოდნის დონის ამაღლება). თანამშრომლობის თხოვნით შეხვდნენ სკოლის დირექციას, ადგილობრივ თვითმართველობას და დაიგეგმა სკოლის შენობაში ევროპის კუთხის მოწყობა. პროექტის მონაწილე VI, VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები, საინფორმაციო ბუკლეტები, ევროკავშირის ქვეყნების დროშები; კლუბის ლიდერებმა მოამზადეს და ჩაატარეს ტრენინგი, მოეწყო ინტელექტ შეჯიბრი და გამოავლინეს გამარჯვებულები; ხელოვნების მასწავლებელმა მოხატა კედელი ევროკავშირის სიმბოლოებით. ევროპის კუთხეში დაიდგა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ მოტანილი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეები დირექციისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, წიგნებით და სუვენირებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.