სიახლეები
სიახლეები

თუ ბანკეტზე წახვალთ, 2 000 ლარით დაჯარიმდებით - სანქცია ეხება დირექტორს, მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს
21-05-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და მალე მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარიც დაირეკება; Etaloni.ge უკვე წერდა, რომ ბოლო ზარი არსებული რეგულაციების დაცვით უნდა ჩატარდეს, ხოლო რაც შეეხება სწავლის დასასრულის უცვლელ ტრადიციას - ბანკეტს, იზოლაციისა და კარანტინის დადგენილი წესის მიხედვით 10 პირზე მეტის თავშეყრა არ შეიძლება.

ეს რეგულაცია ადრეც იყო და ამიტომ საკმაოდ პოპულარული გახდა სახლების ქირაობა, თუმცა ახლახან, არსებული პროტოკოლის დარღვევისთვის სანქციები ისე გაიზარდა, საეჭვოა, რომელიმე მეპატრონეს კანონის გადახვევა უღირდეს.

ახლა იმაზე საუბარს არ დავიწყებთ, როგორ შეეცდებიან მე-12 კლასელები და მათი მშობლები, გვერდი აუარონ რეგულაციებს, რაიმე გზა გამონახონ და ბანკეტი თუ არა, ერთი კარგი „მოლხენა მაინც შერჩეთ ბავშვებს“.

ჰოდა, ისიც ფაქტია - გარკვეული საშუალებები უდავოდ არსებობს, რეგულაციების გვერდისავლით ღონისძიების მოსაწყობად - ადამიანმა თუ მოინდომა, მთებს გადადგამს... ჰოდა, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ და შვილის ბანკეტის გადახდას ნებისმიერ ფასად გადაწყვეტთ, ჯიბეში ზედმეტი 4 000 ლარი ჩაიდეთ - 2000 თქვენთვის და 2000-იც თქვენი შვილისთვის, რადგან  შეკრებილი საზოგადოების თითოეული წევრი ასეთ დროს, 2000 ლარით ჯარიმდება. სანქცია კი ეხება მშობელსაც, მოსწავლესაც, მასწავლებელსაც და დირექტორსაც, რაც საკმაოდ მსუყე ლუკმაა ბიუჯეტისთვის, თქვენი ჯიბისთვის კი - სერიოზული ზარალი.

იხილეთ ასევე:

იკრძალება თუ არა ბოლო ზარი, ბანკეტი და ექსკურსია - განათლების სამინისტროსა და შსს-ს განმარტებები მეთორმეტეკლასელებს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება