სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლის დირექტორის საშუალო ხელფასი ცნობილია - მასწავლებელზე მაღალია თუ დაბალი ხელმძღვანელის ანაზღაურება?
23-05-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორის შრომის საშუალო ანაზღაურება 850 ლარით განისაზღვრება. თუმცა, დირექტორის ხელფასი პირდაპირ არის დამოკიდებული, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობასა და სკოლის ბიუჯეტზე. შესაბამისად, მცირეკონტიგენტიანი სკოლების დირექტორების ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, რასაც ვერ ვიტყვით დიდი სკოლის ხელმძღვანელებზე. 

etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა კითხვებით: რამდენია ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ხელფასი სკოლის დირექტორისთვის, როგორია სკოლის ხელმძღვანელის ანაზღაურების გამოთვლის სქემა? - თუმცა უწყებამ ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, მხოლოდ საშუალო ანაზღაურება მოგვწერა. 

როგორც განათლების სამინისტრო etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში იუწყება, საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია ყოველთვიური ვაუჩერული დაფინანსებით, საიდანაც საჯარო სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და ტექ.პერსონალის შრომის ანაზღაურებას, ასევე კომუნალურ და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

„დირექტორი პასუხისმგებელია სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე, ასევე შეიმუშავებს საშტატო განრიგს, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ამასთან მოგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორის საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 850 ლარით და მისი მოცულობა დამოკიდებულია, როგორც სკოლის მოსწავლეების რაოდენობაზე, ასევე სკოლის ბიუჯეტის ოდენობაზე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აქვე გთავაზობთ, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობებსაც, რომელიც დამოკიდებულია, როგორც მასწავლებლის სტატუსზე, ისე სამუშაო გამოცდილებაზე, კლასის დამრიგებელობაზე და ა.შ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 18 იანვარის ბრძანებით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

  • უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;
  • წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1250 ლარით.
დეტალურად, როგორ უნდა გამოითვალოთ მასწავლებლის ანაზღაურება იხილეთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება