სიახლეები
სკოლები

„ნ და ნ 2000“ კერძო სკოლა „მილენიუმის'' მოსწავლეებმა რუსთავის მერთან ინტერვიუ ჩაწერეს
14-12-2017
-
+


„ნ და ნ 2000“ კერძო სკოლა ,,მილენიუმის“ (დირექტორი ნანა ლეკვეიშვილი-მარგალიტაძე) მე-9 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელ თამარ გოგოლაძესთან ერთად) შეხვდნენ რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას და ისაუბრეს ქალაქის პრობლემებსა და პერსპექტივებზე. 

გთავაზობთ ინტერვიუს:

ქალაქის მერი არის პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც გააჩნია გარკვეული ხედვა, ფილოსოფია და სტრატეგია ქალაქის განვითარებისთვის. მოსწავლე-ახალგაზრდობითვის (და არა მხოლოდ მათთვის) ყოველთვის საინტერესოა, რას ფიქრობს ხელმძღვანელობა და რა გეგმებს სახავს ქალაქის მომავალი განვითარებისთვის. 

თეკლა მაჭარაშვილი:

- გამარჯობა ბატონო ირაკლი, უპირველესად, გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებებს!

- დიდი მადლობა. მოხარული ვარ, რომ თქვენი თაობის მოზარდები ინტერესდებიან ქალაქის პრობლემებით, რადგან თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და სწორედ თქვენთან ვართ ანგარიშვალდებულნი.

- ბატონო მერო, რა მდგომარეობა დაგხვდათ ქალაქში კულტურის მხრივ, რის გაკეთებას აპირებთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

- ქალაქში გარემონტდა კულტურისა და დასვენების პარკი, კეთილმოეწყო სკვერები, კეთდება ველოსიპედის ბილიკები, თუმცა არის მოსაგვარებელი საკითხები, მაგალითად: სარემონტოა ქალაქის თეატრი, კიდევ ბევრ ეზოშია გასაკეთებელი სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზები...

- მოზარდებს ძალიან გვაწუხებს ის, რომ ქალაქში არ ფუნქციონირებს კინოთეატრი და რუსთაველი ახალგაზრდები თბილისის კინოთეატრებში დავდივართ ფილმის სანახავად. გვაინტერესებს, თუ იგეგმება ქალაქში კინოთეატრის გახსნა სამომავლოდ?

- რუსთავში იყო კინოთეატრი, სადაც ბილეთი 3 ლარი ღირდა, პოპკორნი კი 80 თეთრი. ამის მიუხედავად, ხალხი მაინც არ დადიოდა. როგორც იცით, ეს ბიზნესია და თუ შემოსავალი არ ექნება, ხარჯებს ვერ დაფარავს, ასეთი ბიზნესი უბრალოდ ვერ იარსებებს. ამიტომ, თუ დაიგეგმება კინოთეატრის გახსნა, სავარაუდოდ, იქნება მცირე, ასე 30-40 კაციანი დარბაზი. რაც შეეხება თეატრს, ვმუშაობთ იმ მიმართულებით. გვინდა, რუსთავის თეატრი აღიარონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და ამ სტატუსით ჩაუტარდეს რესტავრაცია საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით. მოგეხსენებათ, დიდ თანხას მოითხოვს შენობის რემონტი. საუბარია დაახლოებით 7 000 000 ლარზე, რისი საშუალებაც ქალაქის ბიუჯეტს არ გააჩნია.

- გმადლობთ თბილი მიღებისა და საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

- მადლობა თქვენ, რომ ინტერესდებით ქალაქის პრობლემებით. წარმატებებს გისურვებთ.

თაზო ზარქუა:

- თქვენ ისაუბრეთ ეზოებში არსებული სათამაშო მოედნების შესახებ. ვიცით, რომ ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა. იგეგმება თუ არა, ამ მოედნების რემონტი?

- ამ მხრივ, მართლაც, ცუდი მდგომარეობაა ქალაქში. ვაპირებთ შიდა ეზოებში სათამაშო მოედნების რემონტსა და საჭირო ინვენტარით აღჭურვას, თუმცა აუცილებლად უნდა გითხრათ ჩემი გულისტკივილი: ქალაქში იყო გაკეთებული ბევრი კარგი მოედანი, სამწუხაროდ, ისევ ისინი, ვინც უნდა უფრთხილდებოდნენ თავიანთ საკუთრებას, ამტვრევენ კალათბურთის ფარებს, აზიანებენ სკამებს, მესერს... თუ არ მივეჩვიეთ გაფრთხილებასა და მოვლას, თუ არ შევიგნებთ, რომ ქალაქი ყველასია,  თითოეული ჩვენგანისაა, მანამდე ყოველთვის იქნება პრობლემა. კი ბატონო, გავაკეთებთ, მაგრამ შემდეგ აუცილებელია მოფრთხილება, რადგან ეს პროექტი ძვირი ჯდება და ხშირად ვერ გაკეთდება.

- ასევე მაინტერესებს, თუ იგეგმება სპორტული დარბაზების გარემონტება და ახლის აშენება?

- დიახ, გეთანხმებით, რომ დარბაზები მართლაც სავალალო მდგომარეობაშია.  ამ  საკითხზეც  ვმუშაობთ.

- სამწუხაროდ, ბოლო დროს იმატა კრიმინალურმა დანაშაულმა მოზარდებს შორის. რა კეთდება იმისთვის, რომ სპორტი გახდეს უფრო მეტად პოპულარული და ბავშვი ქუჩაში დგომის ნაცვლად სპორტის რაიმე სახეობით დაინტერესდეს?

- იგეგმება შეჯიბრი ქუჩის კალათბურთსა და ფეხბურთში უბნებს შორის. ჩართულნი იქნებიან თქვენი თანატოლებით დაკომპლექტებული გუნდები, აუცილებლად იქნება საპრიზო ფონდი და დაჯილდოვდება გამარჯვებული გუნდი.

- მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენი გეგმების განხორციელებაში!

- მადლობა თქვენ!

ნუცა ვარდანაშვილი:

- საახალწლოდ რა ღონისძიებები იგეგმება ქალაქში?

- საახალწლოდ ბევრ კარგ სიახლეს ვთავაზობთ თანამოქალაქეებს. მოეწყობა საშობაო სოფელი, სადაც გაიყიდება საახალწლო ნუგბარი და სხვადასხვა პროდუქტი. კონცერტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მომღერლები, მოცეკვავეები და მსახიობები. გვინდა, სცენა დავუთმოთ სკოლებისა და ბაღების ჯგუფებსაც, რომლებიც, რა თქმა უნდა, საინტერესო ნომრებს შემოგვთავაზებენ.

- ქალაქის შემოსასვლელის საახალწლო გაფორმების შეცვა თუ არის დაგეგმილი?

- არა. მხოლოდ განათება. ჩვენს ქალაქში შემომსვლელი ვერც კი ხვდება რომ ეს სხვა ქალაქია. არსადაა მითითებული სახელი რუსთავი. ამ კუთხით ვმუშაობთ ამჟამად და უმოკლეს ვადაში გამოსწორდება ეს ხარვეზი.

- ისევ საახალწლო განათებებს რომ დავუბრუნდეთ, კონკრეტულად რას აპირებთ?

- საახალწლო განათებები ძველი დარჩება, თუმცა ემატება ახალი ნათურებიც, ასევე გაფორმდება და განათდება სკვერებიც.

- წინა წლებში ახალ წელს მერიის მოედანზე ხვდებოდა მოსახლეობა, ღია ცის ქვეშ.  წელსაც იმავეს გეგმავთ?

- ჩემი აზრით, ახალი წელი უფრო საოჯახო დღესასწაულია და უმჯობესია, შინ შევხვდეთ. რაც შეეხება საახალწლო კონცერტს, ის აუცილებლად ჩატარდება, ოღონდ ცოტა ადრე, ისე, რომ ყველამ მოასწროს შინ დაბრუნება.

- დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისა და ამომწურავი პასუხებისთვის. „ნ და ნ 2000“ კერძო სკოლა „მილენიუმის“ სახელით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით და გეპატიჟებით ჩვენს საახალწლო ღონისძიებაზე.

- დიდი მადლობა. სიამოვნებით გეწვევით.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

„ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება