სიახლეები
სიახლეები

რა უნდა იყოს სამედიცინო კაბინეტში და რა კონფიდენციალურ ინფორმაციას ინახავს სკოლის ექიმი
23-05-2021
-
+


სამედიცინო კაბინეტების მოწყობა სკოლებისთვის სავალდებულოა; etaloni.ge კი შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა აუცილებელი სამედიცინო მოწყობილობებითა და პრეპარატებით უნდა იყოს ისინი აღჭურვილი. თუმცა მანამდე აღსანიშნავია, რომ სკოლა ინფორმირებული უნდა იყოს მასწავლებლისა და მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ინფორმაცია კი ინახება სკოლის ექიმთან და ის კონფიდენციალურია.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფორმირებული უნდა იყოს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ ინფორმაციას დაწესებულებას აწვდის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მასწავლებელი ზეპირად, ან წერილობით, სკოლაში საბუთების შემოტანისას; ინფორმაცია მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ კონფიდენციალურია და ინახება სკოლის ექიმთან. სკოლის დირექცია ვალდებულია იზრუნოს, შეუძლოდ მყოფ მოსწავლის/ მასწავლებლის/თანამშრომლის მდგომარეობაზე, არ მოახდინოს მისი პრობლემის აფიშირება, მასთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები; სკოლა ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, აღრიცხოს და მეთვალყურეობის ქვეშ იყოლიოს ზოგიერთი დაავადების (დიაბეტი, ეპილეფსია, სხვა ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები) მქონე მოსწავლეები.

სამედიცინო კაბინეტი კი აღჭურვილი უნდა იყოს წნევის გასაზომი აპარატით, თერმომეტრით, ბინტით, ჭრილობის დამცავი პლასტირით, სტერილური ბამბით, რამდენიმე სახეობის ისეთი წამლით, რომელთა გაცემა აფთიაქებში დაშვებულია ურეცეპტოდ და თავისუფალ გაყიდვაშია: ტკივილგამაყუჩებელი, წნევის დამწევი, ტემპერატურის დამწევი და სხვ.

ეს ყველაფერი სკოლამ თავად უნდა შეიძინოს და როგორც ჩანს, არცთუ დიდ ხარჯებათანაა დაკავშირებული, ასე რომ სამედიცინო კაბინეტის მომარაგება სკოლებს ძვირი არ უჯდებათ და 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საყურადღებო ისაა, რომ მედიკამენტების გამოყენება თანხმდება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შექმნილი გარემოებების გამო, მასთან დაკავშირებისთვის საჭირო დროს შეუძლია გაართულოს შეუძლოდ მყოფი პირის მდგომარეობა და სკოლის ექიმი უფლებამოსილია, შეუძლოდ მყოფ პირს არსებული რესურსის გამოყენებით შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინოს მხოლოდ და მხოლოდ პირველადი მარტივი სამედიცინო დახმარება, რომლის გადადებაც მდგომარეობის გართულების აშკარა საშიშროების გამო დაუშვებელია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება