სიახლეები
სიახლეები

სკოლის ალბომების თანამედროვე ვერსია და დაუვიწყარი ფოტოსესია ბავშვებს
19-05-2021
-
+


ახალი, თანამედროვე სტილის ალბომები ბავშვების თუ პროგრესულად მოაზროვნე მშობლებისა და მასწავლებლების დიდ მოწონებას იმსახურებს, რადგან დრომოჭმულ, კომუნისტურ სასკოლო ალბომებს ვადა ამოეწურა და ამიტომ ახალგაზრდა გუნდმა ჟურნალის სტილში შექმნა სრულიად თანამედროვე, სამახსოვრო ფოტოალბომი.

ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უტარდება სტუდიური ფოტოსესია და იბეჭდება მათი პირველი ინტერვიუები ოცნებების და სურვილების შესახებ, რაც საკმაოდ ხალისიანსა და დასამახსოვრებელს ხდის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ ჟურნალს.

ბესო მახარაშვილი: 2013 წელს ჟურნალ „თბილისელების“ რედაქციის 4 თანამშრომლის შვილი მივიდა პირველ კლასში და მათთვის საჩუქრად მინდოდა განსხვავებული, ორიგინალური ჟურნალი დამემზადებინა. ამ ოთხეულის ფოტოსესია მოვაწყვე თავისი მოკლე ინტერვიუებით: რაზე ოცნებობდნენ, რა უნდოდათ გამოსულიყვნენ, ჯადოსნური ჯოხი რომ ჰქონოდათ, რას გააკეთებდნენ და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი 30 წლის წინ ჩემმა მასწავლებელმა დამაწერინა პირველ კლასში, თუმცა მე-5 კლასიდან სკოლა შევიცვალე და დღესაც ძალიან მაინტერესებს, რაზე ვოცნებობდი მაშინ?! ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვების ოცნებები (სურვილები) სამუდამოდ დამეფიქსირებინა ერთ ჟურნალში. 

 
– და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ სკოლებისთვისაც შეგეთავაზებინათ, მაგრამ რთული და ძვირი არ არის ასეთი მცირე ტირაჟის დაბეჭდვა?

- რთულია, მაგრამ ძვირი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი 16 გვერდიანი ჟურნალიც 30 ლარი ღირს და ოთხგვერდიანი მუყაოს ალბომიც. კარგი გუნდი ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ხარისხიანად იყოს შესრულებული. ყოველ წელს შეგვაქვს სიახლე და ვავითარებთ გამოცემას. 

ყველა ბავშვს ვუმზადებთ სახელობით გარეკანს, ანუ ბავშვი თავისი ჟურნალის ყდაზე გამოსახული, იწერება მოკლე ინტერვიუები მომავალი პროფესიისა და ოცნებების შესახებ, ასევე ყველას თავისი ჰოროსკოპის გვერდი აქვს და რაც ყველაზე დიდი ფუფუნებაა, მშობლებს და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა თავად შექმნან ეს ჟურნალი.



– რას გულისხმობთ და რამდენი ბავშვი უნდა იყოს მსურველი, რომ შედგეს ფოტოსესია ალბომის დასამზადებლად?

– მინიმუმ 15 ბავშვი მაინც უნდა იყოს, რომ დაიგეგმოს გადაღება, თუმცა  გადაღების პროცესში უკლებლივ ყველა ბავშვია ჩართული. მე ჯერ არ მახსოვს, გადაღების შემდეგ ვინმეს უარი ეთქვა ჟურნალის დამზადებაზე – გარდა ამისა,  გარკვეული გვერდების დაგეგმვა შესაძლებელია მშობლებისა და მასწავლებლების სურვილის გათვალისწინებით, ასევე, შესაძლებელია ფერების შერჩევა ან ჟურნალის სახელწოდების შეცვლა. მაგალითად, კერძო სკოლები ძირითადად სკოლის სახელს აწერენ ყდაზე – „თბილისელები ქიდს“-ის ნაცვლად. 

გადაღებები ხდება წინასწარი ჩაწერით: 599 37 97 73; 571 37 97 73

ფოტოებისა და დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ფეისბუქის ლინკზე: Tbiliselebi/Official

                                                            მომავალი თაობა ირჩევს სიახლეს!




R

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება