სიახლეები
სიახლეები

2018 წელს მოსალოდნელია 4500 მასწავლებლის გადანაცვლება უფრო მაღალ სტატუსში
14-12-2017
-
+


„2018 წელს მოსალოდნელია 4500 მასწავლებლის გადანაცვლება უფრო მაღალ სტატუსში,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. მისივე თქმით, ამას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრმა განათლების სფეროზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ამ სექტორზე საგადასახადო წნეხი მინიმალური უნდა იყოს.

„განათლების სექტორზე საგადასახადო წნეხი, რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს, მაგრამ რა ფორმით, ამის თაობაზე მსოფლიოში ძალიან ბევრი პრაქტიკა არსებობს და იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც კარგი იქნება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ სკოლებში მასწავლებელთა საათების განაწილებაზეც გაამახვილა ყურადღება:

„რაც შეეხება იმას, რომ სრული საათების შესრულება არ ხდება, სამინისტროს ამოცანაა, რომ მასწავლებლებს საათების რელიზაციის მაქსიმალური საშუალება მისცეს,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 111 ხმით დაამტკიცა. 2018 წელს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას განათლება წარმოადგენს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 1,186 მილიარდი ლარია. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 678,1 მილიონი ლარი
  • პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 40,8 მილიონი ლარი;
  • უმაღლესი განათლების პროგრამების დასაფინანსებლად - 133,8 მილიონი ლარი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 65,6 მილიონი ლარი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 97,2 მილიონი ლარი;
  • ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად - 4,2 მილიონი ლარი;
  • დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაიხარჯება (მათ შორის ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს - გრანტი) - 131,7 მმილიონი ლარი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება