სიახლეები
სიახლეები

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება გრძელდება
19-05-2021
-
+


პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება 28 მაისამდეა შესაძლებელი.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით,  წელს მეოთხედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.

როგორც ათასწლეულის ფონდში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ პროფესიული განათლების პროგრამებს. 

გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს: 

  • წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (აკრედიტირებული)
  • წლის პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების პროგრამა (მოკლე-ვადიანი)
  • წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • წლის პროფესიული განათლების სტუდენტი 
  • წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. 

გამარჯვებულებს, ყოველწლიურად, დამოუკიდებელი ჟიური ავლენს, რომლის შემადგენლობაში შედიან დარგის ექსპერტები, კერძო სექტორისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები. 
კონკურსის შესახებ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ქვეყანაში მოქმედ საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან. 

არსებობის მანძილზე, კონკურსში, 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა და სხვადასხვა ნომინაციაში 16 გამარჯვებული დაჯილდოვდა. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათ შორის სასწავლო ვიზიტებით საზღვარგარეთ და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობით. 

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე https://millennium.org.ge/geo/aplication_122. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება