სიახლეები
სამასწავლებლო

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მეტი დრო, რათა იმუშაოს თითოეული ბავშვის საჭიროებების შესაბამისად“-ლია შენგელიძე, ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი
19-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის, დირექტორის, ლია შენგელიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

 - მე ვფიქრობ, სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება დიდ დახმარებას გაუწევს სკოლებს. მეტი გვეცოდინება თითოეული ბავშვის ოჯახური მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ და ერთად უფრო მარტივად გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელი ქართული საზოგადოებისა და ოჯახების წინაშე დგას.
           
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

 - სკოლაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სამედიცინო კაბინეტი და  უნდა ემსახურებოდეს მედიცინის მუშაკი. ამ  საკითხის მოგვარება, დღევანდელი მსოფლიო პანდემიის პირობებში, უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. სკოლაში კი გვაქვს საიზოლაციო ოთახი, მოკრძალებული, მწირი აღჭურვილობითა და სამედიცინო პრეპარატებით. თუმცა, სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ სამედიცინო მომსახურეობის სივრცის ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები.
        
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

 - ჩემი აზრით, ეს ცვლილება ერთგვარი ბერკეტია სკოლისთვის, მშობლისა და მოსწავლის პასუხისმგებლობის ამაღლების თვალსაზრისით.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

 - ამ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხის გაცემა, დამეთანხმებით, რთულია. ისე კი, გეტყვით, რომ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის საშუალებები, რომლებიც ონლაინ სწავლებისას სჭირდებათ. 
         
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

 - მარტივად გეტყვით, მასწავლებელს უნდა ეცალოს მოსწავლისთვის! ჰქონდეს მეტი დრო, რათა იმუშაოს თითოეული ბავშვის  საჭიროებების შესაბამისად.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება