სიახლეები
სამასწავლებლო

„სოციალური მუშაკის ინტეგრირება სკოლის პოლიტიკას უკეთესობისკენ შეცვლის“ - დავით როსტომაშვილი, ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი
19-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორის, დავით როსტომაშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- ეს სკოლის პოლიტიკას უკეთესობისკენ შეცვლის, ასევე დაეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- უფრო მეტად ექნებათ მშობლების ყურადღება და შემცირდება გაცდენათა რაოდენობა.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- უნდა შექმნას დამატებითი სასწავლო პროგრამა, სადაც მოსწავლეები ნებაყოფლობით გაიმეორებენ გასულ მასალას.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

 - მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს, მასწავლებლების თვითგანვითარებას, მოტივაცია აუმაღლდებათ მასწავლებლებს, რადგან ექნებათ სრული თავისუფლება ესგ-ს  მიზნის მისაღწევად, რაც ზოგ შემთხვევაში  მიუღწეველი იყო ძველი სქემის მიხედვით და სირთულეს წარმოადგენდა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება