სიახლეები
სკოლები

გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
19-05-2021
-
+


გელა ბელაუსოვის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სკოლის პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეები ისეთ თარიღებს არ ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

გელა ბელაუსოვის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიებით გამოეხმაურნენ და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ მშობლიურ ენას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა 

იხილეთ ვიდეო ბმულზე



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია


ექსტერნატის გამოცდების რეგისტრაციისა და ჩატარების ვადები

NAEC მასწავლებლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს -  განაცხადის წარსადგენის ვადები ცნობილია
სკოლებში სწავლა არ განახლდება - აჭარის განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

თბილისის N115 საჯარო სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს სამხედრო საქმის მასწავლებელი ოკუპაციასთან დაკავშირებით ესაუბრა

ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას

„მშობლიური სკოლა ულოცავს ლინდას მიღწეულ შედეგს, ამაყობს მისით და უსურვებს მომავალში წარმატებებს“
საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება