სიახლეები
სიახლეები

„მსგავსი მაისურით გამოცდებზე არ დაიშვებით“ - მოქმედებს თუ არა დრესკოდი ეროვნულ გამოცდებზე?
24-06-2021
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული დრესკოდი არ მოქმედებს. საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებს შეუძლიათ მივიდნენ, როგორც ე.წ. შორტებით, ისე დეკოლტირებული მაისურით, პირსინგებით, შილაკით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითაც, თუმცა ამ უკანასკნელს ჩვენ ნამდვილად არ გირჩევთ.

იმის გამო, რომ გამოცდები ივლისში ტარდება, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, გირჩევთ მაქსიმალურად გრილი და კომფორტული ტანსაცმლით წეროთ ტესტები, რათა დამატებითი დისკომფორტი არ შეგექმნათ და საგამოცდო საკითხებზე კონცენტრდირდეთ.

გამოცდებამდე აბიტურიენტები ყოველ წელს განიხილავენ ექნებათ თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვა. მაგალითად, მაისურზე წლები ან ფორმულები რომ ეწეროთ, ხელზე დროებითი ტატუდ დაიტანონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აღნიშნული საკითხის დაზუსტებას ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან შევეცადეთ.

etaloni.ge-სთან საუბრისას ცენტრში განგვიცხადეს, რომ აბიტურიენტებს ტანსაცმელთან დაკავშირებით შეზღუდვა არ აქვთ, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, რის გამოც შეძლება გამოცდაზე არ დაგიშვან.

ყურადღება! - დაუშვებელია, ტანსაცმელზე ან ფეხსაცმელზე ისეთი ინფორმაციის დატანა, რომელიც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს.

„ტანსაცმელთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა  აბიტურიენტებმა კარგად იციან, რომ აკრძალულია ნებისმიერი სახით დამხმარე მასალის შეტანა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის მაისურზე გამოსახულია რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა დამხმარე მასალად ჩაითვალოს, მსგავსი მაისურით გამოცდაზე აბიტურიენტი არ დაიშვება“, - განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ტანსაცმლისგან განსხვავებით, მკაცრად არის განსაზღვრული პირბადის ტარების წესი - გამოცდებზე მხოლოდ სამედიცინო ნიღბით დაიშვებით. 

შეგახსენებთ, იმასაც, რომ გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს თმის შეკვრას სთხოვდნენ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარეობდა. წელს ჯერჯერობით მსგავსი რეკომენდაციები არ გამოქვეყნებულა, თუმცა მსგავსი შეზღუდვის გამორიცხვა პანდემიიდან გამომდინარე წელსაც შესაძლებელია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება