სიახლეები
სიახლეები

რა სტატუსი ენიჭება გამოცდის გარეშე მასწავლებელს, რომელსაც განათლების მაგისტრის ხარისხი აქვს
19-05-2021
-
+


კომპეტენციის დადასტურებას მასწავლებლებს კარიერული წინსვლის სქემა ავალდებულებს. საჭიროა საგნის და ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ასევე სხვადასხვა აქტივობები, თუმცა ისეთი გამონაკლისებიც არსებობს, როდესაც პირს სტატუსი საგნის გამოცდის გარეშე ენიჭება. ეს „გამონაკლისი“ კი განათლების მაგისტრის ხარისხი გახლავთ, რომელიც მომავალ მასწავლებლებს გარკვეულწილად, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა საინტერესოა, რა სტატუსი ენიჭებათ ასეთ დროს - უფროსის თუ წამყვანის?

როგორ ირკვევა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული 300 კრედიტიანი ​საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამსახურებით, პედაგოგს უფროსის სტატუსი ენიჭება.

ხოლო წამყვანობისთვის აუცილებელია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც თავის მხრივ შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

ა) პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება