მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახლოვდება ახალი წელი და საზეიმო განწყობას თან ახლავს უსიამოვნო ფიქრი - როგორ გავატაროთ ეს პერიოდი ისე, რომ რეგულარული სუფრა არა მარტო ჩვენს კილოგრამებზე არ აისახოს, არამედ ჯანმრთელობაზეც?
აღნიშნულის შესახებ რჩევებს დიეტოლოგი ნატა გაგუა გვაძლევს.
„მოამზადეთ რაც შეიძლება მეტი სალათა ბოსტნეულისგან, რაც ნამდვილად გაალამაზებს თქვენს საახალწლო სუფრას, თანაც გამოიყენეთ არა მაღალკალორიული ტრადიციული მაიონეზი, არამედ სასარგებლო ზეითუნის ზეთი.
დესერტების და ტკბილეულის სახით მოამზადეთ ხილის სალათები, ხაჭოს ჟელირებული ტორტი თხელ ბისკვიტის ფენაზე, ან უბრალოდ ეგზოტიკური ხილი.
სადღესასწაულო ვახშმის მომზადება მხოლოდ საქმის ნახევარია. ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია დავძლიოთ იმის ცდუნება, რომ არ შევჭამოთ ყველაფერი, რასაც საახალწლო სუფრაზე ვხედავთ:
1. არ დასხდეთ მშივრები სუფრასთან ახალი წლის ღამით. მთელი დღის განმავლობაში შიმშილი ცუდი იდეაა. დღის განმავლობაში მიირთვით ზომიერად „სწორი საკვები," ეს იქნება ერთგვარი გარანტი, რომ ზედმეტობაში არ გადავარდეთ.
2. „ორი ერთთან" - ეს წესი გულისხმობს ორი ბოსტნეულის კერძის დაგემოვნებას ერთ ხორცეულთან.
3. წესი მესამე - შერჩევითი მიდგომა. სადღესასწაულო სუფრა საშიშია სამი მიზეზით: ლამაზად გაფორმებული კერძები ძლიერად აღვიძებს მადას. გვინდება ყველაფრის, რასაც ვხედავთ, გასინჯვა. და ბოლოს, პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, მრავალფეროვანი საკვები ადამიანს სათვალავს ურევს და ვერ აღვიქვამთ ზუსტად, ბევრი ვჭამეთ, თუ ცოტა.
ამიტომ წინასწარ დაათვალიერეთ სუფრა, ამოირჩიეთ რამდენიმე კერძი, რაც ყველაზე მეტად გინდათ და არ მიეკაროთ დანარჩენს.
4. არ დაიწყოთ ალკოჰოლით. მხოლოდ საჭმლის შემდეგ და არა დიდი დოზით. როგორც ცნობილია, ალკოჰოლური სასმელი არა მხოლოდ კალორიულია, განსაკუთრებით ტკბილი ვარიანტი, - არამედ თავშეკავებასაც აძნელებს საჭმლის რაოდენობის გაკონტროლებისას.
5. გამუდმებით ჭამაში გართულნი ნუ იქნებით, რადგან ზოგჯერ ახალი წლის ერთ ღამეში ადამიანი მიირთმევს 2-3 დღის საკვების ნორმას. ნუ დავივიწყებთ - სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ხომ ბევრი სხვა რამაა მნიშვნელოვანი...
6. რიტმში ყოფნა აუცილებელია, ფიზიკურად ნუ მოდუნდებით. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი სპორტდარბაზი. ყოველდღიური ფეხით სეირნობა და მსგავსი აქტივობებიც საკმარისია.
7. ჯანმრთელი ძილი არ მოიკლოთ ზამთრის არდადეგების დროს. გახსოვდეთ, გამოუძინებლობა მადისა და დანაყრების შეგრძნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზია.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა