მუხრანის №1 საჯარო სკოლაში მათემატიკაში არასტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
14-12-2017
დაკოპირებულია
-
+
მუხრანის №1 საჯარო სკოლაში თანამედროვე გაკვეთილი თემაზე - „ავაგოთ დიაგრამა კომპიუტერში“ ჩატარდა.
გაკვეთილი VII კლასში ისტ-ის კაბინეტში მათემატიკის მასწავლებელმა მ. თალაკვაძემ ჩაატარა.
როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, მოსწავლეებმა იოლად მოახდინეს ისტ-ის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი მათემატიკაში და სხვადასხვა საოფისე პროგრამის გამოყენებით შექმნეს პიქტოგრამები:
„მოსწავლეებმა შერჩეული ამოცანის შესაბამისად სურვილისამებრ ააგეს სვეტოვანი, წრიული და ხაზოვანი დიაგრამები. გაკვეთილმა ხალისით ჩაიარა. მოსწავლეებს დავალებად მიეცათ პროექტი დამოუკიდებელი კვლევისთვის, რომლის დასრულებისას ნაშრომების პრეზენტაციას კვლავ ისტ-ის კაბინეტში მოაწყობენ.“