სიახლეები
სამასწავლებლო

„ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სკოლის ნიშანი“-ლიანა ერგემლიძე, კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი
20-05-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობას, რას ეტყოდა კოლეგა დირექტორებს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორის, ლიანა ერგემლიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

 - ჩემი  აზრით, ეროვნული  გამოცდების  ქულასთან  ერთად უცილებლად უნდა იყოს  გათვალისწინებული საჯარო სკოლის  ნიშანი.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

 - აბიტურიენტებს  ვურჩევდი,  რომ პროფესიის  არჩევისას გაითვალისწინოს თავიანთი შესაძლებლობები და არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ. მათ ვურჩევ, დაფიქრდნენ სამომავლოდ რამდენად  ეყვარებათ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან არჩეულ პროფესიას. აბიტურიენტები მხოლოდ ძალიან  დიდი  შრომის შედეგად მიაღწევენ დასახულ  მიზანს.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

 - სახელმძღვანელოების  გრიფირების პროცესში მხოლოდ ამა თუ იმ საგნის პროფესიონალები და საგნის პედაგოგები უნდა ჩაერთონ.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

 - ჩემი  აზრით,  ელექტრონული  ჟურნალების  წარმოება  უნდა  გახდეს  სავალდებულო.  პედაგოგებმა ადვილად გაართეს თავი ამ გამოწვევას. ისინი ძალიან კარგად  მუშაობენ  ელექტრონულ ჟურნალებში. რაიმე სირთულის დროს კოლეგები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

 - ჩემს კოლეგა დირექტორებს  ვეტყოდი, რომ იყვნენ  ჯანმრთელები. ღმერთმა  მისცეს მათ გამძლეობა და ენერგია, რომ  ეპიდპირობებში სკოლის მართვას გაუძღვნენ. კოლეგებს ვურჩევ, ყველაფერს შეხვდნენ მშვიდად და გაწონასწორებულად.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება