„ახლა ამაყად შეუძლიათ თქვან, დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გავედითო“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური წერილი XII კლასელებს
20-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი, ტარიელ მიქელაძე მე-12 კლასელებს ემოციური გზავნილს უძღვნის. დირექტორმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და გზა დაულოცა.
„აჰა, დასრულდა სწავლის გრძელი მარათონი, ახლა კი ამაყად შეუძლიათ თქვან, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გავედითო.
დაიძრა კურსდამთავრებულთა ლაშქარი დიდი გზის ყველა მიმართულებით, მაგრამ მშობლიურ სკოლასთან, მასწავლებლებთან გამოთხოვება უმტკივნეულო როდია. ამას ორგანულად განიცდიან ახალგაზრდები. მართლაც ძნელია „მშვიდობით, ნახვამდის“ უთხრა იმ ადგილს, გარემოს,რომელთანაც 12 წლის განმავლობაში უხილავი მტკიცე სასიცოცხლო ძაფებით იყავი დაკავშირებული.
ვდგავართ ცხოვრების კარიბჭესთან და კვლავ ერთი ამოსუნთქვაც და საშუალო სკოლა დავამთავრეთ. მშობლიური სკოლა საგზურს მოგვცემს და თან გაგვატანს, სითბოს,სიყვარულს,მშობლიურ ლოცვა კურთხევას,რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება ცხოვრების საინტერესო და დიდ გზაზე.
ძვირფასო სკოლავ და მასწავლებლებო, ერთხელ კიდევ მოგილოცავთ ჩვენი თაობის გამოშვებას, ჩვენი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გაყვანას. დაე, მუდამ იყოს მასწავლებელი თავისი ფიქრებითა და ოცნებებით, საკუთარი ლამაზი სულის საიდუმლოებებით. თქვენს წინაშე ყოველთვის ვალში ვიქნებით!.
აი გაივლის მრავალი წელი, ჩვენი ოცნება გადიფრენს რაშით, მაშინაც გეტყვით მასწავლებლებო, მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ...
კიდევ ერთხელ გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში. პატივისცემით სკოლის დირექტორი, ტარიელ მიქელაძე.