მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge დავით კაკიაშვილის სახელობის, ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ მახათაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:
- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?
- ეს ხელს შეუწყობს სკოლიდან განთესილი და რთული მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას, გააღრმავებს სკოლის, ოჯახისა და თემის თანამშრომლობას.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?
- ვფიქრობ, აუცილებელია, სკოლაში ჰიგიენის დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, მოსწავლეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლეზე მონიტორინგის თვალსაზრისით.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?
- ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ელექტრონულ ტექნოლოგიების შესაძენად.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლისა და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?
- წინა სქემებსა და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე ბევრად უკეთესი იქნება, განსაკუთრებით თუ აქცენტი გაკეთდება მასწავლებლის საქმიანობიდან გამომდინარე შედეგებზე, მოსწავლის წარმატებებზე, იმაზე, თუ როგორ მუშაობს მასწავლებელი საკლასო ოთახში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას