მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არის თუ არა წელს ისტორიის გამოცდაზე სიახლე და როგორია ტესტის სტრუქტურა? - ამ და სხვა კითხვებზე ისტორიის მიმართულებით, აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი პასუხობდნენ.
ისტორიული ფაქტის/მოვლენის მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტის მოყვანისას თუ პასუხი საკითხთან ადეკვატურია, რამდენადაა დაცული სუბიექტური ხარისხი?
ისტორიული პრობლემის ანალიზის დროს ლოგიკური არგუმენტები, რომლებიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, დადებითად შეფასდება.
ისტორიაში არგუმენტების მითითებისას რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ გვაქვს?
დავალებაში - ისტორიული პრობლემის ანალიზი - აბიტურიენტმა არგუმენტები უნდა მოიტანოს ორი განსხვავებული მოსაზრების სასარგებლოდ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ის საკუთარ მსჯელობაში თავისუფალია, არაფრითაა შეზღუდული.
ისტორიაში მოვლენის შეფასებისა და პრობლემის ანალიზის დავალებებზე რა რჩევას მოგვცემთ?
დავალებაში – ისტორიული მოვლენის შეფასება – აბიტურიენტმა უნდა გააანალიზოს, განიხილოს და საკუთარი შეფასება მისცეს ამა თუ იმ ისტორიული პროცესს თუ მოვლენას ან პიროვნების მოღვაწეობას არგუმენტირებული მსჯელობისა და ანალიზის საფუძველზე. დავალებაში – ისტორიული პრობლემის ანალიზი – მოცემულია მოკლე ტექსტი, რომელშიც საუბარია ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისზე კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით. აბიტურიენტმა საკუთარი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს ორი განსახვავებული თვალსაზრისის შეფასებისას. ორივე დავალებაზე მუშაობისას კონკრეტულად და ლაკონურად უნდა უპასუხოთ დავალებებს.
ისტორიის ტესტში თუ შეიცვლება რამე?
ისტორიის გამოცდას წელს ცვლილება არ შეეხება. ტესტი ისევ 60-ქულიანია და საგამოცდო დრო 2 საათი და 40 წუთია. აბიტურიენტებს ვურჩევთ, ყოველთვის ყურადღებით გაეცნონ დავალების პირობას. ხშირად მათ ქულა იმის გამო აკლდებათ, რომ დასმულ კითხვას ძალიან ზოგადად პასუხობენ, როცა პირობა კონკრეტულ პასუხს ითხოვს მათგან. რაც შეეხება მომზადებას, შეუძლიათ გამოიყენონ გრიფირებული (XI-XII კლასების) სახელმძღვანელოები. არც ერთი საკითხი არ სცილდება იმ პროგრამის ჩარჩოებს, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ ცენტრის ვებგვერდზე.
ისტორიის გამოცდაზე რა სახის დავალებების შესრულება მოგვიწევს?
წელს ისევე, როგორც 2020 წლის გამოცდაზე გვექნება მრავალფეროვანი დავალებები: სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროების ანალიზი, კერძოდ, ისტორიული რუკის წაკითხვა, ილუსტრაციების, წერილობითი წყაროს ანალიზი. ასევე ტესტში მოცემული იქნება გარკვეული ისტორიული მოვლენის გარშემო ჩამოყალიბებული განსხვავებული შეხედულებები, რომელთა სასარგებლოდ აბიტურიენტებმა საკუთარი არგუმენტები უნდა მოიყვანონ და სხვ. ტესტურ დავალებათა უმრავლესობა სააზროვნო და კოგნიტური უნარების წარმოჩენაზეა ორიენტირებული. მოწმდება, რამდენად შეუძლია გამოსაცდელს მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, დროში ორიენტირება, კრიტიკული ანალიზის უნარი. შარშან ტესტს დაემატა ისტორიული მოვლენის შეფასების დავალება, ძალიან მნიშვნელოვანი დავალება. ჩვენი რჩევაა, აბიტურიენტებმა კონკრეტული პასუხები გასცენ დასმულ კითხვებს და არა ძალიან ზოგადი პასუხები, რათა ამის გამო ქულა არ დააკლდეთ. მნიშვნელოვანია ნაწერი იყოს მკაფიო, რომ გამსწორებელმა შეძლოს აზრის ამოკითხვა, ასევე დავალების დასაწერად იმყოფინონ გამოყოფილი სივრცე, რადგან ტესტი იჭრება (იმის გამო, რომ ნაწილ-ნაწილ სწორდება) და შესაძლოა ნაწერიც მოიჭრას.
ისტორიის ტესტში მსოფლიო ისტორიიდან უფრო მეტი კითხვა შეგვხვდება თუ საქართველოს ისტორიიდან?
ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში მსოფლიო ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხების თანაფარდობა საგამოცდო პროგრამაში მოცემული მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხების თანაფარდობის შესაბამისია.
ისტორიის გამოცდაზე დრო რამდენი გვაქვს, როგორ გავანაწილოთ ის და რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?
ისტორიის გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 40 წუთი. რაც შეეხება დროის განაწილებას, ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია. ჩემი რჩევა იქნება, არ იჩქაროთ და მშვიდად გასცეთ კითხვებს პასუხები. ხშირად დაშვებულ შეცდომებში გამოვარჩევდი ტექნიკურ ხარვეზებს (მაგალითად, პასუხების ფურცელში კონკრეტული კითხვისათვის გამოყოფილი ადგილის ნაცვლად სხვა შეკითხვის პასუხს და სხვ.) და შინაარსობრივ უზუსტობას - დასმულ შეკითხვაზე ძალიან ზოგადი პასუხის გაცემას (კონკრეტული პასუხის ნაცვლად), რაც გამომცდელთა მხრიდან ვერ შეფასდება.
თუ შეიძლება, რომ ისტორიაში პასუხი ნახევარი ქულით შეფასდეს და რა შემთხვევაში?
ისტორიაში ნახევარი ქულით არც ერთი დავალება არ ფასდება, აბიტურიენტმა კონკრეტულ პასუხში შეიძლება მიიღოს 0, 1, 2 ან 3 ქულა.
შეიცვალა თუ არა ისტორიაში ზღვარი და რომელიმე დავალება თუ არის ტესტიდან ამოღებული?
2021 წელს ისტორიის ტესტს ცვლილებები არ შეხებია და არც პროგრამა შეცვლილა. მინიმალური კომპეტენციის გადასალახად აბიტურიენტმა წელსაც 25%-იანი ბარიერი უნდა დაძლიოს.
ისტორიული ფაქტის/მოვლენის მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტის მოყვანისას თუ პასუხი საკითხთან ადეკვატურია, რამდენადაა დაცული სუბიექტური ხარისხი?
ისტორიული პრობლემის ანალიზის დროს ლოგიკური არგუმენტები, რომლებიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, დადებითად შეფასდება.
ისტორიის ტესტის ილუსტრაციები ძირითადად წიგნიდან არის შესული?
ტესტში წარმოდგენილი ილუსტრაციები სახელმძღვანელოებში შესაძლოა არ იყოს მოცემული, მაგრამ მათზე ასახული ისტორიული მოვლენები და პიროვნებები სახელმძღვანელოებში აუცილებლად იქნება
ისტორიაში მოვლენის შეფასებისა და პრობლემის ანალიზის დავალებებზე რა რჩევას მოგვცემთ?
დავალებაში – ისტორიული მოვლენის შეფასება – აბიტურიენტმა უნდა გააანალიზოს, განიხილოს და საკუთარი შეფასება მისცეს ამა თუ იმ ისტორიული პროცესს თუ მოვლენას ან პიროვნების მოღვაწეობას არგუმენტირებული მსჯელობისა და ანალიზის საფუძველზე. დავალებაში – ისტორიული პრობლემის ანალიზი – მოცემულია მოკლე ტექსტი, რომელშიც საუბარია ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისზე კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით. აბიტურიენტმა საკუთარი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს ორი განსახვავებული თვალსაზრისის შეფასებისას. ორივე დავალებაზე მუშაობისას კონკრეტულად და ლაკონურად უნდა უპასუხოთ დავალებებს.
ისტორიაში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა თუ არის სავალდებულო?
ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო.აბიტურიენტმა უნდა იცოდეს ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა, თუმცა ზუსტი თარიღების ცოდნა არ არის აუცილებელი.
ისტორიაში არგუმენტების მითითებისას რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ გვაქვს?
დავალებაში - ისტორიული პრობლემის ანალიზი - აბიტურიენტმა არგუმენტები უნდა მოიტანოს ორი განსხვავებული მოსაზრების სასარგებლოდ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ის საკუთარ მსჯელობაში თავისუფალია, არაფრითაა შეზღუდული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025
„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ღია კომუნიკაცია...“
სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს
„ჩვენ ბევრჯერ დავწერთ ისტორიას. ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ სარბიელზე“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე