მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც...
შუახევის მუნიციპალიტეტის, დღვანის საჯარო სკოლამაც გააცილა თავისი მეთორმეტეკლასელები ცხოვრების დიდ ასპარეზზე და წარმატებები უსურვა მათ. სკოლას ხუთი კურსდამთავრებული ჰყავს: ლინდა, ნინო, მიხეილი, შოთა, ზვიადი და ყველა ფუტკარაძეა.
„შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლა და დირექტორი გულნაზ ფუტკარაძე
ულოცავს მე-12 კლასს სკოლის წარმატებით დამთავრებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს, ასევე ულოცავს სრულიად საქართველოს ყველა მეთორმეტე კლასელს“ - აღნიშნულია დღვანის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას