მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის გამოცდები ახლოვდება და პრაქტიკოსი პედაგოგების საკითხიც სულ უფრო აქტუაური ხდება; ამასობაში, სრულიად პედაგოგიური საზოგადოება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესის მოლოდინშია, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით მკაცრადაა გასაიდუმლოებული და სწორედ ამ საკითხბის გასარკვევად Etaloni.ge მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა:
- პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, სკოლას დატოვებენ, თუმცა ისინი სკოლაში დაბრუნებას მოწვეულ მასწავლებლებად შეძლებენ- ეს თქვენი სიტყვებია, ბატონო ბერიკა, მაგრამ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ, მაშინ, როდესაც მოწვეული მასწავლებლის დატვირთვა მხოლოდ 9 საათია?
- სკოლაში მასწავლებლის დასაქმებას წყვეტს სკოლის დირექტორი, დირექცია, სამეურვეო საბჭო - ესაა მათი გადაწყვეტილება და დეცენტრალიზაციის პროექტის ნაწილი, რომ სკოლებმა თვითონ ისწავლონ თავიანთი საკითხების მოგვარება და აქ სამინისტრო არაფერ შუაშია.
ჩვენ ვერავის, ვერაფერს ვეტყვით, ვერავის ვერაფერზე მივუთითებთ და თუ სამინისტრო მასწავლებლის სახლს დაავალებს, რომ ჩავერთოთ გასაუბრების კომისიაში, როგორც ჩვეულებრივი წევრები და არა როგორც ჭკუის დამრიგებლები, სიამოვნებით ჩავერთვებით; თუ ამას არ იზამს, მაშინ სკოლამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს.
- ხშირად ერთვება ხოლმე მასწავლებლის სახლი გასაუბრებაში?
- როდესაც პენსიონერი პედაგოგები გავიდნენ პროფესიიდან, ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით; ჩვენი თანამშრომლები ჩართულები იყვნენ გასაუბრების კომისიაში და საკმაოდ წარმატებითაც.
- პენსიონერი პედაგოგები ახსენეთ და საპენსიო ჯილდოზე უნდა გკითხოთ - ეს საკითხი დღის წესრიგში დგას თუ ჩაბარდა წარსულს?
- ეს ინფორმაცია მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა იცის...
- მასწავლებლების გამოცდებზე ვისაუბროთ. ზოგად უნარების მინიმალური ზღვარი უცნობია. რის მიხედვით შეფასდებიან პედაგოგები?
- არსებობს 1, 4, 7, 10 კრედიტი და ესაა ზღვარი, ისევე, როგორც იყო ადრე... უნარების გამოცდა ეხება მხოლოდ პრაქტიკოს პედაგოგებს.
- თუმცა სტატუსის მიუხედავად, ყველა პედაგოგისთვის პროფესიული რეგულირების ახალი წესი იქნება. რა ეტაპზეა ეს დოკუმენტი, ბატონო ბერიკა?
- განათლების სამინისტროში იქნება სახელმწიფო კომისია, რომელიც მასწავლებლის რეგულირების წესს განიხილავს, არის რამოდენიმე ვერსია და რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს, მასწავლებლის სახლი იმას შეასრულებს.
- უფრო კონკრეტულად...
- კომისია შეიქმნება მინისტრის ბრძანებით და ეს კომისია ალბათ 1-2 თვეში მიიღებს რეგულირების წესის საბოლოო ვერსიას. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ცენტრის თანამშრომლები იქნებიან ჩართულები ამ კომისიის მუშაობაში და რასაც კომისია დაგვავალებს - მასწავლებლის პროფესიაში შესვლაზე, მის პროფესიულ წინსვლაზე... ზუსტად იმას შევასრულებთ. ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი, რომელიც ჩართული იქნება სამუშაო ჯგუფში, თუმცა წარვადგენთ ჩვენ ვერსიას, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მიიღებს სახელმწიფო კომისია.
- ესე იგი, კომისიის დავალებას შეასრულებთ და საინტერესოა, საერთოდ სიტყვა ეთქმის მასწავლებლის სახლს თუ უპირობოდ იღებთ, რასაც გთავაზობენ?
- გვაქვს ჩვენი ვერსია, მაგრამ ჩვენი ზემდგომი სტრუქტურული ერთეული არის საქართველოს მთავრობა და მის მიერ შექმნილი კომისია რასაც დაგვავალებს, იმას შევასრულებთ, მაგრამ ამ კომისიის მუშაობაში ჩვენი ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირი იქნება ჩართული.
- კერძო სკოლის მასწავლებლებსა და სავალდებულო ტრენინგებზე გკითხავთ...
- მათ არ აქვთ არაფრის ვალდებულება! სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, მის მასწავლებლებს სჭირდებათ თუ არა პროფესიული განვითარება. არავინ არავის არაფერს აძალებს! თუ მასწავლებელს არ უნდა და სკოლაც თვლის, რომ პედაგოგი პროფესიულად საკმარისად არის განვითარებული, იძულებით ხომ არ წავიყვანთ?
- და თუ კერძო სკოლის მასწავლებლებსაც სურთ მასწავლებლის სახლის ტრენინგებზე დასწრება?
- კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლები, ყველა მიიღებს უფასო სერვისს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა