მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტიციან ტაბიძის სახელობის, ყვარლის მუნიციპალიტეტის, სანავარდოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეუერთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს და დედამიწაზე ზრუნვის აქციას სანავარდოს საჯარო სკოლაც შეუერთდა.
„დედამიწის საერთაშორისო დღე სანავარდოს საჯარო სკოლაში ქართულ თუ ინგლისურ ენაზე აღნიშნეს; ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ ჩვენი სკოლის მე-6-7-8 კლასელები, მოსწავლეებმა დაამზადეს და წარმოადგინეს ლამაზად გაფორმებული პოსტერები, სადაც აღნიშნეს თუ როგორ შეიძლება დავიცვათ და გადავარჩინოთ დედამიწა,დაიმახსოვრეს თემასთან დაკავშირებული ახალი სიტყვები და ფრაზები“. აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელბულ ინფრომაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აჭარასი ბაღები და სკოლები 24 თებერვლიდან დაკეტილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება დედაენას მიუძღვნეს