მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.
ბოლო ზარი დაირეკა წალკის მუნიციპალიტეტის, დაბა ბედიანის საჯარო სკოლაშიც და ბავშვები ცხოვრების ახალ ასპარეზზე დიდი სიყვარულით გააცილეს.
„2021 წლის ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავ საჯარო სკოლის დამთავრებას! ვუსურვებ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს, მეზობელს, მეგობარს, ნათესავსა თუ გამვლელ-გამომვლელს!
ცხოვრება ხომ მშვენიერია! გეგმები გაქვთ?- ხორცი შეასხით! გიყვართ?- გაუფრთხილდით! სკოლას, დამრიგებელს, მასწავლებელს, დირექციას, პერსონალს - მადლობა! დირექტორი გგულშემატკივრობთ?- ასახელეთ თქვენი სკოლა! თქვენი სამშობლო! ღირსეულად ატარეთ სახელი და გვარი! უფალი გფარავდეთ!“- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა