„თქვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოთ“ - თბილისის N133 სკოლის დირექტორის მიმართვა მე-12 კლასის მოსწავლეებს
21-05-2021
დაკოპირებულია
-
+
„დღეიდან მათ ეძლევათ შესაძლებლობა აიხდინონ ყველა ის ოცნება, რომლებიც სკოლის კედლებში ჩაიფიქრეს“ - თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი, ლიანა ფუტკარაძე მე-12 კლასის მოსწავლეებს გულთბილი სიტყვებით ემშვიდობება და მათ სამომავლო წარმატებებს უსურვებს.
„კიდევ ერთი თაობა შეემატა N133 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა რიგებს. როგორც მათ უდიდეს გულშემატკივარს მჯერა, რომ მათი სახით განათლებული, პატიოსანი, ერთგული ,შრომისმოყვარე ,სიყვარულისა და სიკეთის, ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულების მატარებელი ახალგაზრდები შეემატა ჩვენს საზოგადოებას.
დღეიდან მათ ეძლევათ შესაძლებლობა აიხდინონ ყველა ის ოცნება, რომლებიც სკოლის კედლებში ჩაიფიქრეს; შესწევთ ძალა, რომ მოიწყონ მათვის სასურველი ცხოვრება. სიყვარულითა და წრფელი გულით უდიდესი წარმატებები. როგორც რუსთაველი იტყოდა, „გონიერი გული“ მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ცხოვრების ასპარეზზე. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ვალია შეცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისაკენ. მიყვარხართ და მეიმედებით.“