მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა 5 კურსდამთავრებული გააცილეს სკოლიდან. ბოლო ზარის ღონისძიება დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა.
„ყველა თქვენთაგანს: ქრიტინე, სალომე, თეონა, ლინდა და ლია გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს. გვჯერა, ვინც აბარებთ ეროვნულ გამოცდებს, მალე სტუდენტობასაც მოგილოცავთ...
მადლობა ყველა თქვენთაგანის მშობელს, პედაგოგს, სკოლის ყველა თანამშრომელს, ვინც თავის საქმეს ღირსეულად ასრულებდა და წვლილი შეიტანა მომავალი თაობების აღზრდის სამსახურში.
დანისპარაულის საჯარო სკოლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენო პატარა მეგობრებო სკოლის დამთავრებას...
გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, დასახული მიზნების ასრულებასა და ბედნიერ მომავალს.
გეცხოვროთ ძლიერ, ერთიან, აყვავებულ საქართველოში...
ღმერთმა დაგლოცოთ“, - ნათქვამია დირექციის მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეიბიჯიეს აკადემია“ ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მათ, ვინც განვითარების გზას ადგას“!
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს