მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემაჯამებელი წერის აღდგენის ვადა შეიცვალა. გარდა ამისა, პედაგოგებს მე-12 კლასელებისთვის ქულის რედაქტირების საშუალება სასწავლო წლის ბოლომდე აქვთ.
„მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში შემაჯამებელი წერის აღდგენის ჩანიშვნა სასწავლო წლის ბოლომდე, 15 ივნისამდე შეეძლებათ.
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, პედაგოგებს წლის ბოლოს ექნებათ საშუალო ქულის რედაქტირების საშუალებაც თუ ცდომილებაა და არ ემთხვევა მატერიალურ ჟურნალში შეტანილ მონაცემებს“, - აღნიშნულია სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პედაგოგებს მხოლოდ საშუალო ქულის რედაქტირება შეგეძლებათ და არა მთლიანი ჟურნალის გახსნა და რედაქტირება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილების მიღებამდე ელექტრონულ ჟურნალში შემაჯამებელი წერის აღდგენის ჩანიშვნისთვის პედაგოგებს 14 დღიანი ვადა ჰქონდათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური