მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.
ბოლო ზარი დაირეკა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სატივის საჯარო სკოლაშიც და ბავშვები ცხოვრების ახალ ასპარეზზე დიდი სიყვარულით გააცილეს. ეს მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და ბედნიერი დღეა ყველა მეთორმეტეკლასელისთვის! სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი დღე გაატარეს ერთად, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ.
დამრიგებელმა და უმცროსმა მეგობრებმა სიურპრიზად, დიდი სიყვარულით მორთული ოთახი დაახვედრეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, მოეწყო მხიარული სტარტები, სადაც ჩართული იყვნენ მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას. მასწავლებლებისა და უმცროსკლასელი მოსწავლეების მონდომებით, დასამახსოვრებელი გავხადეთ მე-12 კლასელების ბოლო დღე სკოლაში“, - აღნიშნულია სატივის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს